4 იანვრის ღამეს უკრაინამ რუსეთის 5 რეგიონზე დრონებით იერიში მიიტანა

4 იანვრის ღამეს ს 5 რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა იერიში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამით რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 16 უკრაინული დრონი გაანადგურა – 10 დრონი ჩამოაგდეს ბრიანსკის ოლქის თავზე, 3 სმოლენსკის ოლქში, ხოლო თითო უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს ბელგოროდის, პსკოვის და ლენინგრადის ოლქებში.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრე დროზდენკოს თქმით, ერთი დრონი ფინეთის ყურეში, ლუჟსკის უბნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. მისი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. ტელეგრამ-არხ Осторожно, новости-ის ინფორმაციით, დრონით იგეგმებოდა უსტ-ლუგა საზღვაო პორტზე იერიშის მიტანა, რის გამოც ადგილზე თანამშრომლების ევაკუაცია გამოცხადდა. მოგვიანებით, დროზდენკომ ლუჟსკის უბნის ტერიტორიაზე კიდევ ორი დრონის ჩამოგდება დაადასტურა – ერთ-ერთი მათგანის ნამსხვრევები ტყეში ჩამოვარდა.

ამასთან ერთად, 4 იანვრის ღამესა და დილას სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში დროებით შეაჩერეს ფრენები. შეზღუდვები დილის 10:15-ზე მოიხსნა. ამ პერიოდში 20 თვითმფრინავი სარეზერვო აეროდრომებზე გადაიყვანეს.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, ქალაქ შევეკინოზე დრონების შეტევის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ასევე, ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად პროხოროვკაში ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას