4 დღის წინ გორში დაკარგული კაცი დრონის საშუალებით იპოვეს

4 დღის წინ გორში დაკარგული კაცი დრონის საშუალებით იპოვეს – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “ქართლის ამბები” ავრცელებს და წერს, რომ ალცჰაიმერით დაავადებული კაცი გორის ფოტოგრაფთა კლუბის ხელმძღვანელმა, ოთო გვრიტიშვილმა მდინარე მეჯუდის სანაპიროზე, გორიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით იპოვა. ის, ამ დროისთვის, კლინიკაშია გადაყვანილი
💬 “როცა დავინახე, იწვა, სულ მიკანკალებდა ხელები, სანამ გამოძრავდა. მერე ვნახეთ, რომ უკვე სულ შეშუპებული ჰქონდა სახე…” | უთხრა გვრიტიშვილმა გამოცემას