“4 დღეა უკვე შიმშილობით ველოდები თქვენ საამაყო ლიდერს მამუკიე მდინარაძეს” – სარალიძე

ზაზა სარალიძე:
ჩემი გულმხურვალე სალამი და პატივისცემა ყველა ხელოვან ადამიანს და განსაკუთრებით ქართული სპორტის წამყვან ბიჭებს და გოგონებს. იარეთ წინ და მუდამ წინ. არ შემიძლია არ ვთქვა რასაც ხელისუფლება ახორციელებს მათ მიმართ, თითქოსდა ვინმე მათ აბულნგებს, ეს უდიდესი ტყუილია….. ბულინგი ოცნების და მისი დამქაშების ნარატივი იყო მუდამ და იქნება სანამ იარსებებენ მათნაირი გამყიდველი სულის პატრონები და იცით რატომ???? თავად დაბულინგებული არიან სამწუხაროდ თავიანთი “ბოსიდან” ოცნებისტებო და მომხრეებო, თქვენ ხართ ის ხალხი რომლებმაც არა ერთხელ სცადეთ და ეხლაც ცდილობთ ყველა ადამიანის გალანძღვას და დაბულინგებას. –ნაცის გვერდით როგორ დავდგები… –ყველამ თავისი საქმე აკეთოს პოლიტიკა არაა ჩემ საქმე… –არ გახსოვს სისხლიანი 9 წელი?? და ასე შემდეგ… იმდენად შესისხლხორცებული გაქვთ ეს იდიოტური ნარატივი ლუკმა პურის ფასად, რომ უკვე შესისხლხორცბული გაქვთ და სამწუხაროდ იგივე ზიზღით გაზრდით თქვენ შვილმომავალს. არ ღირს ვიღაცის ან რაღაცის გამო შვილების გაწირვა, თქვენი თავი ჯანდაბას აღარ გეშველებათ!!!
თქვენ იყავით ხოოო თქვენ, მე და ჩემ ოჯახზე როგორ ცდილობდით ზეწოლას და როგორ გადამიარეთ ცოცხალ მკვდარიანა, ყოველდღე ნაგავს მაყრიდით, მაგრამ ჩემი ოჯახი მაინც ზემოთ ამოდიოდა და ამოვა მუდამ, თქვენ კი იცით თავად სად დარჩებით აყროლებული და გაუბედურებულები…. პ.ს.კიდევ ბევრი მაქ სალაპარაკო,მაგრამ 4 დღეა უკვე შიმშილით ველოდები თქვენ საამაყო ლიდერს მამუკიე მდინარაძეს, თუნდაც მის ე.წ. თანაგუნდელებს (მეეჭვება ერთმანეთს ენდობოდნენ), ხომ სჯერავთ თავიანთი თავების? მოვიდეს აქ და ერთად გავწიროთ თავი ჩვენ-ჩვენი იდეისთვის. გელოდებით მე ერთი ქართველი გლეხი, მოკლული ვაჟკაცი შვილის და ანგელოზი ცოცხალი შვილის მამა. ჩემი იდეაა: არა რუსულ კანონს არა რუსულ რეჟიმს არა დიქტატურას არა ერთი კაცის მეფობას არა მონობას და რაც მთავარია -არა ამბიონიდან შვილების მოღალატეებად, იუდებად, ცოდვილებად…შერაცხვას
უფალო დიდება შენდა, გადაარჩინე და გაამთლიანე სრულიად საქართველო, ამინ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ძალიან გვეხმარება „ოცნების“ და ივანიშვილის პოლიტიკა, ეს უკვე „პრო“ აღარ არის, ეს არის რუსულობა – რას ნიშნავს, როცა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დაპირისპირებას აღვივებს? – იცის, ხმებით ვეღარ იგებს არჩევნებს

ირაკლი კობახიძე – არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ რადიკალური ოპოზიციის მფარველებს უნდათ ქართველი ხალხის დასჯა ერთადერთი მიზეზის გამო – ხალხი მყარად უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას” და უარს ეუბნება კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას”