4 დეკემბრისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ ჩავარდა სახელმწიფო გადატრიალება და ახლა იწყება დასჯა, მაგრამ ამასაც ხეირიანად ვერ აკეთებენ

ახლა ვართ სადამსჯელო ოპერაციის ფაზაში. 15 დღის წინ ნათელი იყო, რომ გადატრიალება ვერ შედგა, დაახლოებით 4 დეკემბრისთვის ეს უკვე ცნობილი იყო, რომ ჩავარდა სახელმწიფო გადატრიალება და ახლა იწყება დასჯა, მაგრამ ამასაც ხეირიანად ვერ აკეთებენ, – განაცხადა პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„30 წლის განმავლობაში მოგვახვიეს ასეთი აზრი, რომ ყველა საკითხი, რომელშიც შეიძლება რაღაცა სერიოზული შედეგი დადგეს, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა აბსოლუტურად ყველაფერში საქართველო მინუსშია დასავლეთთან ურთიერთობაში. სარგებელი ყველაფერში მათ მეტი აქვს, ვიდრე ჩვენ, ამიტომ უჭირთ.
პერსონალური სანქციები არის ერთადერთი, რითაც თითქოს სამიზნე დაადეს ამ კონკრეტულ ადამიანებს, თუმცა მეორეს მხრის ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ხალხზე დგას ახლა სახელმწიფო, რადგან ეს ყველაფერი რომ მორჩება, შემდეგ ეს ხალხი იქნებიან ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი ადამიანები იმიტომ, რომ მათ დაიცვეს კონსტიტუციური წყობილება საქართველოში, ქვეყანა გადაარჩინეს მეორე ფრონტის გახსნას, ომს და უბედურებას. ამას რა თქმა უნდა დროს სჭირდება, რომ დაღვინდეს სიტუაცია და ეს ყველაფერი გამოჩნდება.
მე მგონია, რომ დასავლეთის მხრიდან ეს ყველაფერი არასწორი მიმართულებით მიდის, დიდი ბრიტანეთის, -ს დღევანდელი ადმინისტრაციის მხრიდან. აქ განსაკუთრებით ეტყობა ნეოკონსერვატორების ხელი ცალსახად.
13 დეკემბერს საქართველოშიც იყო ჩამოსული მაკკეინის ინსტიტუტი, ეს მათი ერთ-ერთი სტრუქტურაა. სწორედ ეს ნეოკონსერვატორები არიან მილიტარისტი ლიბერალები, ყველაზე აგრესიული ძალა, რომელთა ფილოსოფია მდგომარეობს იმაში, რომ მილიტარისტული ანუ სამხედრო გზებით დაამყარონ თავიანთი კონტროლი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.
სწორედ მაკკეინის ინსტიტუტმა შეაფასა აქ არსებული სიტუაცია, მიხვდნენ ჩავარდნილია რევოლუცია და დაწერეს დასკვნა, რომ მსხვერპლის გარეშე ესკალაცია არ იქნება. მე ვურჩევ იმ ვითომ ოპოზიციას, რომ ამას ხელი არ მოაწერონ, რადგან ამაზე ხალხი მოითხოვს უმკაცრეს რეაგირებას. პირველი პირები ვინც არიან ისინი იქნებიან პასუხისმგებელი“, – აღნიშნა ირაკლი გოგავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ