4 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას დღესასწაულობს

მართლმადიდებელი ეკლესია 4 დეკემბერს, 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას დღსასწაულობს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლებს, წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას შვილი ორმოცდაათი წლის განმავლობაში არ ჰყავდათ. წმინდა ანამ უფალს აღუთქვა, თუ წყალობას მოიღებდა, შვილს მასვე შესწირავდა. ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მას ასული – მარიამი ეყოლებოდა, რომლის წიაღიდანაც ქვეყნიერებას მაცხოვარი მოევლინებოდა.
სამი წლის განმავლობაში მარიამი სახლში იზრდებოდა. შემდეგ კი მშობლებმა იგი აღსაზრდელად იერუსალიმში, ტაძარში მიიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურა ბოლომდე დავაწიოთ მზარდ მოთხოვნას, რათა მეტი ქართველი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში – ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოგების, ისე წაგების დროს ბოლომდე გვერდით დავუდგეთ ფეხბურთელებს