4 დაღუპული, 40-მდე დაშავებული, მათ შორის ბავშვები | უკრაინის პოლიცია 8 იანვრის თავდასხმის შედეგებს აქვეყნებს

8 იანვრის ღამეს და დილას, რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 38 დაშავდა – ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიცია ავრცელებს.
დაშავებულთა უმეტესობა დნეპროპეტროვსკის რეგიონში, კერძოდ ქალაქ ნოვომოსკოვსკსა და კრივოი როგშია. იქ ერთი ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი.
კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა ხმელნიცკიში, ერთი ხარკოვის ოლქის ქალაქ ზმიევში.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა საცხოვრებელ უბნებს და კომერციულ ობიექტებს. დაბომბვის გამო დონეცკის, ხარკოვისა და ხერსონის რაიონებში ელექტრო ქსელები დაზიანდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ს ინფორმაციით, რომ რუსულმა ძალებმა ს 51 რაკეტითა და 8 დრონით შეუტიეს.