4 დაღუპული და 8 დაჭრილი – “ცაჰალის” ინფორმაციით, ჯაბალიაში, სადაც პალესტინელი დევნილების ყველაზე დიდი თავშესაფარია, “ჰამასის” ერთი დაჯგუფება გაანეიტრალეს

4 დაღუპული და 8 დაჭრილი – ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ჯაბალიაში “ჰამასის” წარმომადგენლების ერთი დაჯგუფება გაანეიტრალეს. შეტაკებები ამ წუთებშიც გრძელდება.
ჯაბალიაში პალესტინელი დევნილების ყველაზე დიდი თავშესაფარია. აქ გაერო-ს მონაცემებით, 100 000-ზე მეტი მშვიდობიანი აფარებს თავს. “ცაჰალის” ინფორმაციით, სწორედ ამ დასახლებაში, რიგით მოქალაქეებს ცოცხალ ფარად იყენებენ “ჰამასის” წევრები. სწორედ ამ დასახლებაშია განადგურებული ტერორისტული ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი.
ტერორისტული ორგანიზაცია აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა მიზანში მშვიდობიანი მოსახლეობა ამოიღეს. “ჰამასის” მტკიცებით, უკანასკნელ შეტევას, 90 პალესტინელი ემსხვერპლა.
პალესტინის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობაზე, შტატებში ბოლო რამდენიმე კვირაა საუბრობენ. ამ კონტექსტში არც ბენიამინ ნეთანიაჰუს კრიტიკას მორიდებია. დღეს კი, ისრაელში ვიზიტით პენტაგონის ხელმძღვანელი ჩავიდა. ლოიდ ოსტინმა ისრაელელ კოლეგასთან და მთავრობის მეთაურთან ერთად, მიმდინარე ოპერაცია და მასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები მიმოიხილა.
ღაზას სექტორში, ოპერაციას, ისრაელის კიდევ 5 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. 7 ოქტომბრიდან დღემდე, “ცაჰალმა” 127 ჯარისკაცი დაკარგა. ამის მიუხედავად, ისრაელის თავდაცვის ძალები შეტევას არ წყვეტენ. მებრძოლებმა ჩრდილოეთში “ჰამასის” უდიდესი, ოთხი კილომეტრი სიგრძის გვირაბი აღმოაჩინეს. ის 50 მეტრის სიღრმეზე ელექტროენერგიით, ვენტილაციით და საკომუნიკაციო სისტემებით იყო აღჭურვილი.
ტერორისტებზე არაფერს ამბობს პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო. თუმცა, უწყებამ დღეს სახმელეთო ოპერაციის მსხვერპლის შესახებ საგანგაშო სტატისტიკა გაავრცელა. ამ ცნობების თანახმად, ღაზას სექტორში ომის დაწყებიდან 19 000-მდე ადამიანი დაიღუპა. მათი 70% კი, ქალები და ბავშვები არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა