4 აგვისტოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართება

4აგვისტოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ბოლო სხდომა გაიმართება და ამით დასრულდება კომისიის მუშაობა. სხდომაზე განსახილველი საკითხია საქართველოს პარლამენტის 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის პროექტის თაობაზე მსჯელობა და დამტკიცება.
დასკვნითი სხდომა 11:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში გადაიცემა პარლამენტის არხზე, ასევე პარლამენტის იუთუბ არხსა და ფეისბუქ გვერდზე.