3×3 ზამთრის საკალათბურთო თამაშების სერია გაიხსნა

მცირე პაუზის შემდეგ განახლდა 3×3 საკალათბურთო აქტივობები, რომლის ორგანიზატორიც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის შესაბამისი დეპარტამენტია. დღეს, ვერის საკალათბურთო სასახლეში დაიწყო ზამთრის თამაშები სახელწოდებით Wintercup2023, რომლის ქვედა ასაკობრივი ცენზი პირველ ტურნირზე 18 წელი იყო.
ტურნირში თავი 12-მა გუნდმა მოიყარა, რომლებიც სტანდარტულად – 4 ჯგუფში განაწილდა. პლეი ოფში თითოეული ჯგუფის გამარჯვებულმა გადაინაცვლა და ნახევარფინალებში შემდეგნაირად დაწყვილდნენ: “ყიფშიძე” – Lets’s go და მუხბე – ალმედა.
ორივე ნახევარფინალი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. Let’s go-მ ნიკა გურგენიძის, ნიკა ნინუას, ლუკა ცირეკიძის და საბა სირაძის შემადგენლობით დაძაბულ ბრძოლაში
– 21:18 დაამარცხა “ყიფშიძე”. მეორე ნახევარფინალში ალმედა 12:16 დამარცხდა მუხბესთან, რომლის ღირსებასაც დათო დადუნაშვილი, ვაკა ბიჭაშვილი და ძმები – ბექა და ირაკლი ჯანხოთელები იცავდნენ.
ფინალური მატჩი კიდევ უფრო დაძაბული აღმოჩნდა, რომელიც მუხბეს გამარჯვებით – 18:16 დასრულდა. ტურნირის ჩემპიონმა 700-ლარიანი ვაუჩერი მიიღო, ხოლო დამარცხებულმა – 500. პრიზიორები 3×3 კალათბურთის საქართველოს ნაკრებების მწვრთნელმა, დავით გასიტაშვილმა და ეროვნული ფედერაციის 3×3 დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ დააჯილდოვეს.
GBF

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში