39 წლის გილერმო ოჩოა კარიერას პორტუგალიაში განაგრძობს

39 წლის ცნობილი მექსიკელი კიპერი გილერმო ოჩოა კარიერას პორტუგალიის ჩემპიონატის ახალწვეულ AVS-ში განაგრძობს.
ვეტერანი მეკარე თავისუფალი აგენტი გახლდათ და ის ახალ გუნდში სრულიად უსასყიდლოდ გადაბარგდა.
ოჩოა ბოლოს “სალერინტანას” ღირსებას იცავდა, რომელიც იტალიის სერია A-დან გავარდა.