380 ათასზე მეტი კომპანიის სარეგისტრაციო მონაცემები „მეწარმეთა შესახებ“ კანონთან შესაბამისობაშია

საქართველოში მოქმედი კომპანიებიდან 380 ათასზე მეტი სუბიექტის სარეგისტრაციო მონაცემები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაშია.საჯარო რეესტრის მიერ „ბიზნესპარტნიორისთვის“ მიწოდებული ინფორმაციით,  მეწარმე სუბიექტებს,  რომლებსაც 2026 წლის 1 აპრილიდან შეუჩერდათ რეგისტრაცია, სტატუსის აღდგენის შესაძლებლობა მომდევნო წლის პირველ აპრილამდე აქვთ.დაინტერესებულ პირებს შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე შეუძლიათ მიმართონ: ქვეყნის მასშატაბით არსებულ ნებიმსმიერ იუსტიციის სახლს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, ავტორიზებულ პირებს: https://napr.gov.ge/ka/page/authorized-customers/authorized-persons-register, ან აღადგინონ სტატუსი დისტანციურად ვებგვერდზე My.gov.ge”რეგისტრაციის აღდგენამდე საწარმოს  ექნება შეჩერებული სტატუსი  და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამონაწერი აღარ გაიცემა.  აღნიშნული არ ნიშნავს საწარმოს ლიკვიდაციას,”- განმარტავენ საჯარო რეესტრში.რეგისტრაციის აღდგენამდე კი კომპანიებს  ეზღუდებათ  ქონების განკარგვა, საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობა, საბანკო ანგარიშის მართვა , ახალი ანგარიშის გახსნა, ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვა და კრედიტის აღება .საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი აპრილის მდგომარეობით ქვეყანაში მილიონ 116 ათასზე მეტი მეწარმე სუბიექტია რეგისტრირებული.წყარო: „ბიზნესპარტნიორი“