“38 წელი ნიშნავს ბრძოლას, შრომას, სწრაფვას, ოცნებების ახდენას… ვგრძნობ, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის” – როგორ აღნიშნავს ნინი შერმადინი დაბადების დღეს – Marao

“38 წელი ნიშნავს ბრძოლას, შრომას, სწრაფვას, ოცნებების ახდენას… ვგრძნობ, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის” – როგორ აღნიშნავს ნინი შერმადინი დაბადების დღეს – Marao
“დღეს 38 წლის გავხდი…და რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო ვხვდები – ცხოვრების თითოეული წელი ჩემს გულზე ასახული ნოტია, თითოეული ნაბიჯი – სცენა, სადაც ვხედავ, როგორ ვიზრდები, როგორ ვძლიერდები და როგორ ვუახლოვდები ჩემს ნამდვილ გზას.
38 წელი ნიშნავს მადლიერებას – ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, სტუდენტებისთვის, მსმენელებისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც ძალას, სითბოს და მოტივაციას მაძლევს.
38 წელი ნიშნავს ბრძოლას, შრომას, სწრაფვას, ოცნებების ახდენას და პასუხისმგებლობას ჩემი თავისა და თქვენ წინაშე. დღეს ჩემთვის ახალი თავი იწყება – სავსე სინათლით, ახალი მიზნებით, იმედებით, სიმღერებით, სიყვარულით და იმ საოცარი ენერგიით, რომელსაც თქვენ მაძლევთ.
მადლობა, რომ ჩემს გვერდით ხართ – თქვენს გარეშე ეს გზა ყოველთვის ბევრად ნაკლებად საინტერესო იქნებოდა. მადლობა თქვენი ტაშისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენი გულებისთვის, სიყვარულისთვის, ნდობისთვის, კრიტიკისთვის! ვგრძნობ, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის”, – წერს მომღერალი ნინი შერმადინი. ნინომ სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა, კომპლიმენტი და კეთილი სურვილი მიიღო.