37 წევრი ქვეყანა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას (ეუთოს) მიმართავს საქართველოსთან დაკავშირებით და შეშფოთებას გამოხატავს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ მდგომარეობის გაუარესების გამო.
ისინი მოუწოდებენ საქართველოს, „დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ეუთოს ინსტიტუტებთან“.
„გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას საქართველში ადამიანის უფლებების მდგომაროების გაურესების გამო. თებერვალში ჩვენი ბოლო დისკუსიის შემდეგ, ჩვენ სამწუხაროდ მომსწრე გავხით იმისა, თუ რა შემდგომ ნაბიჯებს დგამს საქართველოს ხელისუფლება თავისი დემოკრატიული და უფლებადაცვითი ვალდებულებებისგან გასვლის თვალასაზრისით“, – წერია 11 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადება 11 აპრილს ეუთოს წევრი 37 ქვეყნის სახელით გაავრცელა ეუთოში გერმანიის ელჩმა, სუზან შიუტცმა.
მისი განხადებით, შეშფოთებას იწვევს შემდეგი მთავარი საკითხები:
· „საკანონმდებლო გზით სამოქალაქო სივრცის შეზღუდვა,
· დამოუკიდებელი მედიის მიმართ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის პასუხისმგებლობის არდაკისრება და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ დაუდგენელი ჯგუფების მხრიდან ძალადობა;
· ასევე, წინასწარი პატიმრობის გაუმართლებელი ხანგრძლივობის ვადები და ცნობები წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე“.
სახელმწიფოები ასევე აკრიტიკებენ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ „უცხოეთის აგენტების რეგისტაციის აქტს“ (FARA-ს).
„ამ კანონმა, ბოლოს დროს მიღებულ სხვა საკანონმდებლო ინიციატივებტან ერთად, შესაძლოა კიდევ უფრო შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და უფლებდამცველების საქმიანობა, წაართვას მათ საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი გარანტიები“, – წერია განცხადებაში.
მასში ასევე ნათქვამია, რომ ყურადღებით აკვირდებიან საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ბოლოდროინდელ ცვლილებებას; ამასთან, შეშფოთებას გამოხატავენ საკანონმდებლო ცვლილებების გამო, „რომლებიც ძირს უთხრის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას“, მათ შორის, ცვლილებებს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში.
„საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელმა ქმედებებმა საქართველო კიდევ უფრო დააშორა დემოკრატიას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან, განგრძობადი კრიზისის მშვიდობიანი და დემოკრატიული გზებით გადაწყვეტისთვის“, – წერია განცხადებაში.
37 ქვეყნის წარმომადგენლობა ეუთოში აცხადებს, რომ ურყევია მათი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის მისწრაფებას და დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ და მზად ვართ ვიმუშაოთ საქართველოსთან, რათა უზრუნველვყოთ ის შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და უზრუნველყოს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სრული პატივისცემა“.
ხელმომწერი ქვეყნები არიან:
ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მონტენეგრო, ნიდერლანდი, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, მოლდოვა, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, უკრაინა და გერმანია.
ფორუმი
