ჟენევაში გაეროს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში 36 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოს მთავრობას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს.
განცხადება ჟენევაში ლიეტუვის მუდმივი წარმომადგენლობის მიერ არის წარდგენილი და 35 თანასპონსორი ჰყავს.
At #HRC56,🇱🇹on behalf of 36countries expressed concern on #Georgia‘s “transparency of foreign influence” law➡️serious threat to #humanrights&rule of law.
We urge🇬🇪govt to revoke it,end intimidation against protestors&protect civil society,freedom of assembly&association
1/2🧵 pic.twitter.com/SFGbFJCbcB — Lithuanian Permanent Mission in Geneva (@LtGva) June 28, 2024
ავტორების თქმით, ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ადამიანის უფლებებისთვის და კანონის უზენაესობისთვის საქართველოში.
„კანონი გამიზნულია, რომ მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს მედიასაშუალებების, უფლებადამცველების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობაზე იმ მიზნით, რომ მათი ხმები ჩაახშოს. კანონი ქართველი ხალხის დიდი ნაწილის წუხილის და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კანონპროექტის წინ წაწევისგან თავშეკავების არაერთი მოწოდების, მათ შორის, ვენეციის კომისიის დეტალური იურიდიული არგუმენტების მიუხედავად იქნა მიღებული“, — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაზე ხელისმომწერები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გაიწვიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, დაასრულოს კანონის მოწინააღმდეგეთა დაშინების კამპანია და დაიცვას გამოხატვის, შეკრებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება; ასევე გამოიძიოს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ყველა აქტი და თავი შეიკავოს რიტორიკისგან, რომელსაც ქვეყანაში უკიდურესი პოლარიზაციის კიდევ უფრო გამწვავება შეუძლია.
„სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიების ხერხემალია, რომელიც ანგარიშვალდებულების, ნამდვილი გამჭვირვალობისა და მავნე გავლენებისგან გამძლეობის უზრუნველყოფაში ეხმარება. სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებისა და სხვების წინააღმდეგ ცილისწამების, დაშინებისა და ფიზიკური ძალადობის ორკესტრირებული კამპანია მიუღებელია და უნდა შეწყდეს”, — ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ქვეყნები:
· ალბანეთი
· ავსტრია
· ბელგია
· ბულგარეთი
· კანადა
· ხორვატია
· კვიპროსი
· ჩეხეთის რესპუბლიკა
· დანია
· ესტონეთი
· ფინეთი
· საფრანგეთი
· გერმანია
· საბერძნეთი
· ისლანდია
· ირლანდია
· იტალია
· ლატვია
· ლიხტენშტეინი
· ლიტვა
· ლუქსემბურგი
· მალტა
· მონაკო
· მონტენეგრო
· ნიდერლანდები
· ნორვეგია
· პოლონეთი
· პორტუგალია
· რუმინეთი
· სლოვენია
· ესპანეთი
· შვედეთი
· შვეიცარია
· უკრაინა
· გაერთიანებული სამეფო
· აშშ