სამხრეთ კავკასიის მილსადენით აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება მცირედით შემცირდა. BP-ის მონაცემებით, 2025 წლის 6 თვეში მილსადენით ყოველდღიურად საშუალოდ 62.4 მილიონი კუბური მეტრი გაზის გატარება ხდებოდა, მაშინ როდესაც 2024 წლის ამავე პერიოდში გაზსადენის საშუალო დატვირთულობა 63.1 მლნ კუბ.მეტრს შეადგენდა.
მონაცემები ცხადყოფს, რომ წლის პირველ ნახევარში საქართველოზე გამავალი გაზსადენით 11.294 მლნ კუბ. მეტრზე მეტი გაზის გატარება მოხდა, შარშან დატვირთულობა 11.484 მლნ კუბ. მეტრს შეადგენდა.
BP-ის ცნობით, წელს შემცირდა 1.3 მლნ დოლარით, 36 მლნ დოლარამდე შემცირდა საოპერაციო დანახარჯები, თუმცა გაზრდილია კაპიტალური ხარჯები, რამაც 12 მილიონს მიაღწია, ნაცვლად 2024 წლის პირველ ნახევარში არსებული 8 მილიონისა.
სამხრეთ კავკასიური მილსადენით, რომელიც ექსპლუატაციაში 2026 წელს შევიდა, შაჰ-დენიზის გაზი აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს მიეწოდება. მილსადენის გაფართოების პროექტიდან თურქეთისთვის გაზის კომერციული მიწოდება 2018 წლის ივნისში დაიწყო და ევროპისთვის კი 2020 წლის დეკემბერში.
ამჟამად, სამხრეთ კავკასიის მილსადენის 29.99% ფლობს BP; 21.02% ეკუთვნის აზერბაიჯანულ SGC-ს; 19.99% ფლობს რუსულ LUKOIL-ი; 19% თურქულ კორპორაცია TPAO და 10% NICO.
