“33 წელი სრულიად სიხარულში, დახვეწაში, საკუთარ თავზე მუშაობაში და, პარალელურად, სიამტკბილობასა და ხალისში გავატარე და წინ, ვიცი, ბევრად უკეთესი წლები მელოდება! ” – როგორ აღნიშნა ალექსანდრა პაიჭაძემ 33 წლის იუბილე – Marao
“მადლობა, ხალხო. მიყვარხართ, მიყვარხართ, მიყვარხააართ! 33 წელი სრულიად სიხარულში, დახვეწაში, საკუთარ თავზე მუშაობაში და, პარალელურად, სიამტკბილობასა და ხალისში გავატარე და წინ, ვიცი, ბევრად უკეთესი წლები მელოდება! ბედნიერი ვარ და მადლიერი ამხელა სიყვარულისთვის, კეთილი სურვილებისთვის, გულწრფელი წერილებისთვის, სრულიად უცხო და სულით, გულით ლამაზი ადამიანებისგან. ჩემი ინბოქსი აფეთქდა და ზუსტად იმას გისურვებთ, რაც ჩემთვის გაიმეტეთ!
ფილმია ეს ცხოვრება, ჰოდა, შექმენით კარგი პერსონაჟი, მაგნიტური, იღბლიანი, შემოქმედი, მშვენიერი, ლაღი… თქვენზეა დამოკიდებული, ხომ გამოსცადეთ უკვე, თუ ჯერ არა? ყველაფერი ტვინში იქმნება, ფირივით ატრიალეთ ოცნებები, მოურიდებლად, თავხედურად და გაბედულად. ვისი გერიდებათ?” – წერს ალექსანდრა პაიჭაძე და სოციალურ ქსელში დაბადების დღის ფოტოსესიიდან კადრებს აქვეყნებს.
მოდელი, ფოტომოდელი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი – ეს ალექსანდრა პაიჭაძის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. ის სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და ღიად საუბრობს არაერთ საკითხზე, მათ შორის, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, ქალების დამოუკიდებლობასა და გაძლიერებაზე და, ასევე, საკუთარ პირად ცხოვრებაზე.
„ლამაზზე მეტად, გამბედავს ვიტყოდი საკუთარ თავზე, იმიტომ, რომ ბევრად მეტი გავბედე, ვიდრე იმ სხვა ცნობილმა ქალებმა, ვისაც ამდენი წელია ვხედავთ ეკრანებზე, სცენაზე, ქუჩაში… მე გავბედე, ვიყო ის, ვინც ვარ; ვაკეთო ის, რაც მსიამოვნებს, სტერეოტიპების, საზოგადოებისა და ხალხის აზრის მიუხედავად“, – ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.
მოდელის, ალექსანდრა პაიჭაძის ყოფილი ქმარი გიორგი ხატიაშვილი მოცეკვავისა და ტელეწამყვანის, ქეთევან ხატიაშვილის ბიძაშვილია. ალექსანდრას ვაჟი სწორედ გიორგისგან ჰყავს. წყვილი დიდი ხანია რაც ერთმანეთს დაშორდა. მათ დაშორებასთან დაკავშირებით უამრავი ჭორი იყო, თუმცა ალექსანდრას თქმით, მათი დაშორება აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია.
ალექსანდრას ბიზნესმენ დავით კოდუასთან შვილი, ვიქტორია ჰყავს.
“ოჯახები თვითონ ინგრევა, მე არასოდეს მიზეზი არ ვყოფილვარ. უბრალოდ ასეთ გიჟურ პერიოდში გადავეყარეთ ერთმანეთს და უფრო ნათელი გახდა, ვის რა სურს ცხოვრებაში… უგონოდ შეყვარებული ვარ და ვუფრთხილდები ჩემ ძვირფას ადამიანს. საერთოდ ასეა ცხოვრებაში, მესამე და გარემო ფაქტორები არაფერ შუაშია. როდესაც ადამიანები აცნობიერებენ, რომ ერთად ყოფნა აღარ უნდათ, იქ არაფერ შუაში არ არის მესამე ადამიანი. მე ასე ვთვლი, ჩემს ურთიერთობას რომ ბზარი გაუჩნდება, ეს მხოლოდ ჩემი და ჩემი მეორე ნახევრის ბრალი იქნება. ძლიერი ქალი ამით გამოირჩევა სუსტისგან” – ამბობდა ალექსანდრა.