33 მძევლიდან, რომლებიც ჰამასს უნდა გაეთავისუფლებინა, რვა მკვდარია

პალესტინელთა დაჯგუფება ჰამასს (-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი), ისრაელთან დადებული შეთანხმებით პირველ ეტაპზე, 33 მძევალი უნდა გაეთავისუფლებინა, მაგრამ გაირკვა, რომ რვა მათგანი ცოცხალი აღარ არის.
ამის შესახებ ს მთავრობის წარმომადგენელმა, დავიდ მენსერმა განაცხადა. დაღუპულთა ვინაობა არ გაუმხელიათ.
ჰამასისთვის გადაცემული სიაში შეყვანილი 26 მძევლიდან, რომლებიც უნდა გაეთავისუფლებინათ მომავალ კვირებში, ცოცხალი დაბრუნდება მხოლოდ 18.
ეს მონაცემები ემთხვევა ისრაელის დაზვერვის ცნობებს. ამ კვირაში კიდევ ექვს მძევალს გამოუშვებენ. სამი პირი ისრაელს უნდა გადასცენ 3 იანვარს, კიდევ სამი 1 თებერვალს.
მათ შორის არის არბელ იაჰუდი, რომელიც დაპირების მიუხედავად, ადრე არ გამოუშვეს. ისრაელმა ჰამასი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და დროებით შეაჩერა ღაზის ჩრდილოეთისკენ პალესტინელების გადაადგილება, სანამ იაჰუდის საკითხი არ გაირკვეოდა.
ჩანს, იაჰუდი მძევლად ჰყავს პალესტინელთა დაჯგუფება „ისლამურ ჯიჰადს“, რომელიც აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებადაა შერაცხილი. 27 იანვარს დაჯგუფებამ გამოაქვეყნა იაჰუდის ვიდეო. არ არის ცნობილი, სად და რა ვითარებაშია ის გადაღებული. ცნობილია, რომ „ისლამურ ჯიჰადს“ დაკავებული ჰყავს ისრაელის და ს მოქალაქე ალექსანდრ ტრუფანოვი.
15 იანვარს ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ ჰამასმა შვიდი პირი გაათავისუფლა. 33 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ ისრაელმა პასუხისმგებლობა იკისრა, გამოუშვას თითქმის ორი ათასი პალესტინელი პატიმარი, მათ შორის მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირები.
2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთზე თავდასხმის დროს ღაზის სექტორში გაიტაცეს 250 პირი. 2023-2024 წლებში გაათავისუფლეს 165 ადამიანი. ისრაელს გადაეცა 41 მძევლის გვამი.
ჰამასს და „ისლამურ ჯიჰადს“ ტყვეობაში ჰყავს 90 ადამიანი. სავარაუდოდ 30 დაიღუპა.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების თანახმად, ისრაელის მიერ ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ მოწყობილი საჰაერო და სახმელეთო თავდასხმების დროს დაიღუპა 47 ათასზე მეტი პალესტინელი.