“33 წელი სრულიად სიხარულში, დახვეწაში, საკუთარ თავზე მუშაობაში და, პარალელურად, სიამტკბილობასა და ხალისში გავატარე და წინ, ვიცი, ბევრად უკეთესი წლები მელოდება! ” – როგორ აღნიშნა ალექსანდრა პაიჭაძემ 33 წლის იუბილე – Marao

“33 წელი სრულიად სიხარულში, დახვეწაში, საკუთარ თავზე მუშაობაში და, პარალელურად, სიამტკბილობასა და ხალისში გავატარე და წინ, ვიცი, ბევრად უკეთესი წლები მელოდება! ” – როგორ აღნიშნა ალექსანდრა პაიჭაძემ 33 წლის იუბილე – Marao
“მადლობა, ხალხო. მიყვარხართ, მიყვარხართ, მიყვარხააართ! 33 წელი სრულიად სიხარულში, დახვეწაში, საკუთარ თავზე მუშაობაში და, პარალელურად, სიამტკბილობასა და ხალისში გავატარე და წინ, ვიცი, ბევრად უკეთესი წლები მელოდება! ბედნიერი ვარ და მადლიერი ამხელა სიყვარულისთვის, კეთილი სურვილებისთვის, გულწრფელი წერილებისთვის, სრულიად უცხო და სულით, გულით ლამაზი ადამიანებისგან. ჩემი ინბოქსი აფეთქდა და ზუსტად იმას გისურვებთ, რაც ჩემთვის გაიმეტეთ!
ფილმია ეს ცხოვრება, ჰოდა, შექმენით კარგი პერსონაჟი, მაგნიტური, იღბლიანი, შემოქმედი, მშვენიერი, ლაღი… თქვენზეა დამოკიდებული, ხომ გამოსცადეთ უკვე, თუ ჯერ არა? ყველაფერი ტვინში იქმნება, ფირივით ატრიალეთ ოცნებები, მოურიდებლად, თავხედურად და გაბედულად. ვისი გერიდებათ?” – წერს ალექსანდრა პაიჭაძე და სოციალურ ქსელში დაბადების დღის ფოტოსესიიდან კადრებს აქვეყნებს.
მოდელი, ფოტომოდელი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი – ეს ალექსანდრა პაიჭაძის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. ის სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და ღიად საუბრობს არაერთ საკითხზე, მათ შორის, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, ქალების დამოუკიდებლობასა და გაძლიერებაზე და, ასევე, საკუთარ პირად ცხოვრებაზე.
„ლამაზზე მეტად, გამბედავს ვიტყოდი საკუთარ თავზე, იმიტომ, რომ ბევრად მეტი გავბედე, ვიდრე იმ სხვა ცნობილმა ქალებმა, ვისაც ამდენი წელია ვხედავთ ეკრანებზე, სცენაზე, ქუჩაში… მე გავბედე, ვიყო ის, ვინც ვარ; ვაკეთო ის, რაც მსიამოვნებს, სტერეოტიპების, საზოგადოებისა და ხალხის აზრის მიუხედავად“, – ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.
მოდელის, ალექსანდრა პაიჭაძის ყოფილი ქმარი გიორგი ხატიაშვილი მოცეკვავისა და ტელეწამყვანის, ქეთევან ხატიაშვილის ბიძაშვილია. ალექსანდრას ვაჟი სწორედ გიორგისგან ჰყავს. წყვილი დიდი ხანია რაც ერთმანეთს დაშორდა. მათ დაშორებასთან დაკავშირებით უამრავი ჭორი იყო, თუმცა ალექსანდრას თქმით, მათი დაშორება აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია.
ალექსანდრას ბიზნესმენ დავით კოდუასთან შვილი, ვიქტორია ჰყავს.
“ოჯა­ხე­ბი თვი­თონ ინ­გრე­ვა, მე არა­სო­დეს მი­ზე­ზი არ ვყო­ფილ­ვარ. უბ­რა­ლოდ ასეთ გი­ჟურ პე­რი­ოდ­ში გა­და­ვე­ყა­რეთ ერ­თმა­ნეთს და უფრო ნა­თე­ლი გახ­და, ვის რა სურს ცხოვ­რე­ბა­ში… უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ და ვუფრ­თხილ­დე­ბი ჩემ ძვირ­ფას ადა­მი­ანს. სა­ერ­თოდ ასეა ცხოვ­რე­ბა­ში, მე­სა­მე და გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბი არა­ფერ შუ­ა­შია. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ ერ­თად ყოფ­ნა აღარ უნ­დათ, იქ არა­ფერ შუ­ა­ში არ არის მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი. მე ასე ვთვლი, ჩემს ურ­თი­ერ­თო­ბას რომ ბზა­რი გა­უჩ­ნდე­ბა, ეს მხო­ლოდ ჩემი და ჩემი მე­ო­რე ნა­ხევ­რის ბრა­ლი იქ­ნე­ბა. ძლი­ე­რი ქალი ამით გა­მო­ირ­ჩე­ვა სუს­ტის­გან” – ამბობდა ალექსანდრა.