“321 ნომერ ავტობუსში მსგავსი ავადმყოფი გოგონას ავიწროვებდა, ჩაძევება მოგვიწია…” – წერილი სოციალური ქსელიდან

სოციალურ ქსელში, სასოწარკვეთილი მომხმარებლის ჯგუფში, მოქალაქე წერს:

თუ ვინმე მგზავრობს 321 ნომრით პიკის საათებში, გეცოდინებათ რამდენი ხალხი ვეკვრით ერთმანეთს. ერთი კვირის წინ ავტობუსიდან რომ ჩამოვედი ტროტუარზე უცხოელი გოგონა იჯდა და ტიროდა, როგორც აღმოჩნდა ავტობუსში შეავიწროვა ვიღაც არამზადამ.
დაახლოებით 19:10 ზე 321 ნომერში მსგავსი ავადმყოფის ჩაძევება მოგვიწია ავტობუსიდან, რომელიც გოგონას ავიწროვებდა, ყველა იქ მყოფი გავხდით ამის მომსწრე, გავაჩერებინეთ და ჩავაგდეთ ავტობუსიდან (თავის დამცველებიანად). მაინტერესებს, რა შეიძლება გავაკეთო, სად დავაფიქსირო რომ ასეთი შემთხვევები სათანადოდ იყოს დასჯილი რომ ისევ არ გაბედოს და სხვებსაც შეეშინდეს ამის გაკეთება. კამერა იყო ამ ფაქტთან ახლოს და შესაძლოა ამოცნობა ამ ადამიანის. ავტობუსის ნომერია TT-911-CB