“შაბათის მთავარის” ერთ-ერთი რეპორტაჟის გმირს, 31 წლის ახალგაზრდას, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან იძულებასა და შანტაჟზე საუბრობდა, პოლიციელები დღეს, სიუჟეტის ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ, ქუჩაში ისევ დახვდნენ. როგორც კაცი ამბობს, სამართალდამცველებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მისი გაჩხრეკა სცადეს. პოლიცია სავარაუდოდ იმ ფაქტმა გააბრაზა, რომ ახალგაზრდამ ღიად ისაუბრა, რა მეთოდებით ცდილობდნენ მის დაყოლიებას თანამშრომლობაზე.
იხილეთ რეპორტაჟი:
· თანამშრომლობის იძულება | რა მეთოდებით ცდილობდა პოლიცია 31 წლის კაცის დაყოლიებას?
