31 აგვისტო ქართველ მშვიდობისმყოფელთა დღეა

სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის ისტორია 1999 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოს თავდაცვის ძალები ნატოს სამშვიდობო მისიაში – კოსოვოს ძალებში ჩაერთნენ.
საქართველომ კოსოვოში მისია 2008 წელს, უდანაკარგოდ დაასრულა. 2003-2008 წლებში საქართველოს თავდაცვის ძალები ერაყში „მრავალეროვნულ ძალებს“.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართული ქვედანაყოფები სამშობლოში დაბრუნდნენ. ერაყში მისიის შესრულებისას, 3 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო 19 დაიჭრა.
საქართველოს თავდაცვის ძალები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე ნატოს საერთაშორისო მისიაში, „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების“ შემადგენლობაში 2004 წლის აგვისტოდან ჩაერთო.
მისია 2021 წლის აპრილში დასრულდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოს თავდაცვის ძალების 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, რამდენიმე ასეული დაიჭრა და დაშავდა.
-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის “ქართული მეკავშირე ჯგუფის“ უფროსმა მარკ სეიმ, რომელიც 2015 წელს ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ავღანეთში კონკრეტულად კი ყანდაღარში მსახურობდა, სამშვიდობო მისიის დეტალები გაიხსენა.