“30-35 პაციენტი ყოველდღიურად გვაკითხავს…” | კლინიკებში სეზონური გრიპისა და Covid 19-ის შემთხვევებით მიმართვიანობა გაიზარდა

“30-35 პაციენტი ყოველდღიურად გვაკითხავს…” – ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე საუბრობს და ამბობს, რომ ბოლო დროს კლინიკაში, სეზონური გრიპისა და კოვიდ 19-ის შემთვევებთან დაკავშირებით მიმართვიანობა გაიზარდა.
ჩემი კლინიკის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ყოველ კვირაში მიწევს კოვიდი. ამ წუთში ორი მიწევს. ხუთი პაციენტი იწვა, უბრალოდ ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ ძალიან მცირე ასაკის ბავშვები და ვინც წევს კლინიკაში ამ წუთში, ეს არის 2 თვემდე ასაკის ბავშვები. მთელ ქვეყანაში, მე მგონი, სადღაც მთელი ავადობის 3%-მდეა დაფიქსირებული… ახლა გრიპი უფრო პრობლემური არის ბავშვთა კონტიგენტში და ჩვენი კლინიკის მაგალითზეც, იმიტომ რომ შემოსვლა სადღაც წინა კვირაში 40-45 იყო. ახლა, ამ კვირაში, არდადეგებია და შესაძლოა გასულები არიან ქალაქიდან და ზამთრის კურორტებზე არიან ბავშვები. სადღაც 30-35 პაციენტი ყოველდღიურად გვაკითხავს, – ამბობს მაია ჩხაიძე.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ რთულია ამ ეტაპზეც. თუმცა, მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ წელს არ ხდება განსაკუთრებით რთული მდგომარეობა, რაც, მაგალითად, არ იყო გასულ წლებთან შედარებით. თუმცა საერთო ჯამში, ინფექციის კონტროლი ნამდვილად უკონტროლოა ამ ეტაპზე და შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად პიკ ჯერ კიდევ ველოდებით იანვრის ბოლოს-თებერვლის პირველ ნახევარში, – ამბობენ თბილისის კიდევ ერთ კლინიკაში.
პარალელურად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ კოვიდის გავრცელება ისევ შემაშფოთებელ მასშტაბებს იძენს. მონაცემები ჯანმომ 50 ქვეყნის მაგალითზე გააანილიზა – გაირკვა, რომ გასულ თვეში 10 000-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე პანდემიის რისკი არაა, თუმცა რეკომენდაციაა, რომ ქვეყნებმა პრვენციული ზომების გატარება დაიწყონ.
ავტორი: ზურა პეტროსიანი