23 აპრილს ჯიჯი ჰადიდმა დაბადების დღე აღნიშნა – სუპერმოდელი 30 წლის გახდა. დაბადების დღის წვეულება ჯიჯიმ მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში აღნიშნა და სოციალურ ქსელში ფოტოებიც გააზიარა. აღსანიშნავია, რომ წვეულებას ჯიჯის შეყვარებული, მსახიობი ბრედლი კუპერიც ესწრებოდა:
· ანტონიო ბანდერასი, ბელა ჰადიდი, პაულო კოელიო, ელენ დეჯენერესი… – თურქეთისა და სირიის ტრაგედიის გარშემო გაერთიანებული მსოფლიო ვარსკვლავები
· „ჩვენ სამი წლის იუბილეს აღვნიშნავთ, ძალიან დიდი პატივია, ვიყო დედაშენი, დავინახო ცხოვრება შენით“ – სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდი შვილის ფოტოებს აქვეყნებს
ბრედლი კუპერისა და ჯიჯი ჰადიდის რომანიის შესახებ გასულ წელს გახდა ცნობილი. წყვილი პაპარაცებმა რამდენჯერმე დააფიქსირეს. ჯიჯის ყოფილი პარტნიორისგან ზეინ მალიკისგან ერთი ქალიშვილი ჰყავს, ბრედლის ირინა შეიკთან ერთი შვილი ჰყავს.
· გავლენიანი ოჯახი, ბუნებრივი სილამაზე და გენეტიკური დაავადება: როგორია ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელის ცხოვრება
ჯელენა ნურა ჰადიდი 1995 წლის 23 აპრილს ლოს-ანჯელესში დაიბადა და ახლომდებარე სანტა ბარბარაში იზრდებოდა. მისი პირველი გატაცება ცხენოსნობა გახდა. მოდელობა კი სისხლში ჰქონდა: დედამისი, ბევერლი ჰილზის Real Housewives-ის ყოფილი ვარსკვლავი, იოლანდა ჰადიდი, თავად ცნობილი ჰოლანდიელი მოდელი იყო. მამა კი პალესტინელი უძრავი ქონების დეველოპერი მოჰამედ ჰადიდია. სამოდელო კარიერა 2 წლის ასაკში დაიწყო, მას შემდეგ, რაც Guess-ის თანადამფუძნებელმა და ოჯახის მეგობარმა პოლ მარჩიანომ აღმოაჩინა.
სკოლის დამთავრების შემდეგ ფსიქოლოგიის შესასწავლად ნიუ-იორკში წავიდა. იმავე წელს ხელი მოაწერა პირველ პროფესიულ კონტრაქტს IMG Models-თან, მაგრამ სამოდელო კარიერასა და უნივერსიტეტს ერთმანეთს ვერ უთავსებდა, რის გამოც სწავლას თავი დაანება.
2018 წელს ჯიჯი ტროლების მსხვერპლი გახდა. ისინი მის ფიგურას დასცინოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და პოდიუმისთვის ზედმეტად დიდს ეძახდნენ. ჯიჯიმ მათ პასუხი ტვიტერის საშუალებით გასცა, და განმარტა, რომ მისი წონაში მატების მთავარი მიზეზი ჰაშიმოტოს დაავადება, ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური აშლილობა იყო, რომელიც მოდელს 17 წლის ასაკში დაუდგინდა. ჰადიდმა დაამატა, რომ მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებს იღებს და ჰოლისტური სამედიცინო კვლევის ნაწილია, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის დონის დაბალანსებაში ეხმარება.
მისი პოპულარობიდან გამომდინარე, ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო ჯიჯის პირადი ცხოვრება. 2015 წლიდან ჯიჯის ურთიერთობა ბრიტანელ მომღერალთან და One Direction-ის ყოფილ წევრთან, ზეინ მალიკთან ჰქონდა. 2020 წლის აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი პირველ შვილს ელოდებოდა. მათი ქალიშვილი ამავე წლის სექტემბერში დაიბადა.