30 წელი იქნება, ლოცვა არ მაქვს წაკითხული საერთოდ, “უფალო შემიწყალენ”-საც არ ვამბობ, რაში სჭირდება ღმერთს ჩემი თქმა რომ შემიწყალოს?

30 წელი იქნება, ლოცვა არ მაქვს წაკითხული საერთოდ, “უფალო შემიწყალენ”-საც არ ვამბობ, რაში სჭირდება ღმერთს ჩემი თქმა რომ შემიწყალოს?
არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის აცხადებს, რომ 30 წელია, რაც ლოცვა არ წაუკითხავს. დოროთე ყურაშვილის თქმით, ის არც “უფალო შემიწყალენ”-ს კითხულობს, რადგან მიიჩნევს, რომ ღმერთს მისი თქმა არ სჭირდება, რომ შეიწყალოს. “რაც ეკლესიას ვიცნობ, მონასტერშია თუ ერშია, ყველა აძლევს აადამიანებს კანონებს. მაგალითად, ერის ადამიანს დილა-საღამოს ლოცვები, ზიარების წინა ლოცვები, მერე პარაკლისები და ამით ხდიან ქრისტიანებს. მე არ მახსოვს, მაგრამ, ერთი 30 წელი იქნება, ლოცვა არ მაქვს წაკითხული საერთოდ. გაგიკვირდებათ, საერთოდ არ წამიკითხავს ლოცვა, “უფალო შემიწყალენ”-საც არ ვამბობ, რაში სჭირდება ღმერთს ჩემი თქმა რომ შემიწყალოს? მე ღმერთთან ვარ და ვიცი, რომ შემიწყალებს სადაც შესაწყალებელი ვარ. ჩემი ლოცვა არის კითხვა და შემეცნება, ” – განაცხადა არქიმანდრიტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა