“30 წელზე მეტია ამერიკა არის საქართველოს ძალიან ძლიერი პარტნიორი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გავაგრძელებთ ამ პარტნიორობას” -ჯიმ ობრაიენი

“30 წელზე მეტია ამერიკა არის საქართველოს ძალიან ძლიერი პარტნიორი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გავაგრძელებთ ამ პარტნიორობას” -ჯიმ ობრაიენი
-ის სახელმწიფოს მდივნის თანაშემწემ თბილისში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 30 წელზე მეტია ამერიკა არის საქართველოს ძალიან ძლიერი პარტნიორი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გავაგრძელებთ ამ პარტნიორობას. განსაკუთრებით ვაფასებთ ამ ურთიერთობას მაშინ, როდესაც საქართველომ გადაწყვიტა, დაუახლოვდეს ევროკავშირს და ტრანსატლანტიკურ გაერთიანებას.

“ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენ – ამერიკელები და ამერიკა ვაფასებთ საქართველოსთან ურთიერთობას და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების შედეგად, გვაინტერესებდა ეს სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობა არის თუ არა კიდევ გაზიარებული საქართველოს მიერ. მოგეხსენებათ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მრავალ წელს ითვლის და 1992 წლიდან ვდგავართ საქართველოს გვერდით, განვახორციელეთ ინვესტიცია, დახმარება 6 მილიარდი დოლარის ოდენობით და ეს შეეხებოდა ბევრ სხვადასხვა მიმართულებას – ქვეყნის განვითარებას, თავდაცვას, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს განვითარებას და ა.შ.“ – განაცხადა ობრაიენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე