30% ქეშბექი თიბისის ნებისმიერი ბარათით შოპინგისას – TBC X VELI.store
თიბისი და VELI.store ახალ ერთობლივ ქეშბექ აქციას გთავაზოს, ველისა და თიბისის შეთავაზებით, 23 ოქტომბერს თიბისის ნებისმიერი ბარათით ველიზე შოპინგისას 30%-ს მაქსიმუმ 100 ლარს დაიბრუნებ. ხოლო, თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას 30%-ს, მაქსიმუმ 150 ლარს ერთჯერადად.
VELI.store ყოველთვის ზრუნავს მომხმარებლებისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნაზე, რაც მათთვის სხვადასხვა კომპანიასთან კოლაბორაციის მეშვეობით სპეციალურ შეთავაზებასაც მოიაზრებს. აღმოაჩინე პროდუქტები, რომლებიც ველიზე შეგიძლია შეიძინო და მიიღო 30% ქეშბექი:
გამორჩეული ხარისხის ტექნიკა
JBL აგრძელებს ბრენდის დამფუძნებლის – ამერიკელი აუდიო ინჟინრისა და დიზაინერის, ჯეიმს ბულოუ ლანსინგის დაწყებულ ტრადიციას. ბრენდის ფილოსოფია გულისხმობს, რომ ხმა არის თავისუფლების გამოხატვის საშუალება.
JBL Live 770NC True Adaptive Noise Cancelling Wireless Over-Ear Headphones საშუალებას გაძლევს ისიამოვნო სუფთა, ბუნებრივი და მკაფიო ჟღერადობით 65 საათის განმავლობაში. ყურსასმენი Bluetooth 5.3 შეუფერხებელი კავშირის ტექნოლოგიით სწრაფად უკავშირდება თქვენს სმარტფონსა და სხვა სასურველ მოწყობილობებს.
ადაპტაციური ხმაურის ჩახშობის ტექნოლოგია უზრუნველყოფს უფრო ინტენსიურ ჟღერადობას. JBL Live 770NC უსადენო ყურსასმენს აქვს გაძლიერებული ბასი შენი აუდიოგამოცდილების გასაუმჯობესებლად. ამასთანავე, ის Signature Sound ტექნოლოგიის მეშვეობით, მოწყობილობა უზრუნველყოფს უფრო ღრმა, მძლავრ და მოცულობით აუდიოს.
Ninja ის ს ბრენდია, რომელსაც ველის მომხმარებელი კარგად იცნობს და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მისი სამზარეულოს ნივთები. ბრენდი მრავალფეროვან ნივთებს ქმნის სამზარეულოსთვის, რომელთა შორისაც ერთ-ერთი საუკეთესოა Ninja აეროგრილი. მას შეუძლია შენი საყვარელი კერძები ნაკლები ცხიმითა ან უცხიმოდ მოამზადოს და რაც მთავარია, უფრო ჯანსაღად, ამასთანავე შეუნარჩუნოს გემო და არომატი.
წამყვანი ბრენდები სილამაზისა და თავის მოვლის კატეგორიიდან
Sol De Janeiro-ს ფილოსოფიაა მბრწყინავ კანზე მოხვედრილი მზის სხივებით სიამოვნება. მღელვარება, რომელიც ტალღებს მოაქვს და შენს ფეხის თითებთან წყდება. ის მთელი ღამის განმავლობაში ცეკვას აღმერთებს, რაც მისთვის ყველაზე ნამდვილ „მე“-სთან შეხვედრაა.
Sol De Janeiro-ს სახელწოდება იანვრის მზესთან არის დაკავშირებული, როდესაც ბრაზილიური ზაფხული დგება და მზე მცხუნვარების პიკს აღწევს. Sol De Janeiro Bom Dia Bright სხეულის კრემი დელიკატურ მოვლას უზრუნველყოფს. ის ინტენსიურად ატენიანებს კანს, კვებავს ძვირფასი ნივთიერებებით და იცავს კანს დეჰიდრატაციისგან.
ფორმულაში შედის ხილის AHA მჟავები და C ვიტამინი, რომლებიც იცავს თავისუფალი რადიკალებისა და გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, ასევე უზრუნველყოფს გლუვ კანს ჯანსაღი ბზინვარებით.
ასევე, შეგიძლია შეიძინო KEVIN.MURPHY-ის პროდუქცია, რომელიც მაღალტექნოლოგიური სამეცნიერო ცოდნისა და საუკეთესო ბუნებრივი ინგრედიენტების შერწყმას წარმოადგენს. ის ყოველთვის ზრუნავს პროდუქტები გარემოსთან ჰარმონიით იყოს შექმნილი და ზიანი არ მიაყენოს მას.
Kevin Murphy Smooth Again Rinse თმის კონდიციონერი კვებავს, არბილებს და ატენიანებს თმას. ფორმულაში შემავალი ოილეინისა და პალმატის მჟავა, ასევე კაკაოს თესლის კარაქი აუმჯობესებს თმის სტრუქტურას და ამცირებს გაყოფილ ბოლოებს. ხოლო, ბრაზილიური თხილის ზეთი, რომელიც მდიდარია ომეგა ცხიმოვანი მჟავებით არბილებს თმას, ანიჭებს ელასტიკურობას და ამცირებს მსხვრევას.
დახვეწილი დიზაინის ავეჯი და აქსესუარები სახლისთვის
WOOOD თანამედროვე და ელეგანტური დიზაინით განთქმული ავეჯის მწარმოებელი ბრენდია. ნიდერლანდებში დაარსებულმა WOOOD-მა რეპუტაცია მაღალი ხარისხის, გამძლე ავეჯისა და ხელმისაწვდომი ფასების გამო მოიპოვა.
ნიდერლანდური ინტერიერის დიზაინის ბრენდის WOOOD-ის კოლექციიდან Sami, ქაღალდის სანათი დახვეწილი, ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა და შესანიშნავად მოერგება სახლის ინტერიერს. სანათი დამზადებულია მაღალი ხარისხის, გადამუშავებული ქაღალდისგან. მისი განთავსება შეგეძლება როგორც მაგიდაზე, ასევე იატაკზე.
ასევე სახლისთვის შესანიშნავი იქნება Atmosphera ფრანგული ბრენდის პროდუქცია, რომელიც ტრენდულ და ამავდროულად ხელმისაწვდომ ნივთებს ქმნის სახლისთვის. ბრენდი ერთგულია ფასეულობების მიმართ და მისი პროდუქცია, თავისუფლებისა და ელეგანტურობის შერწყმას განასახიერებს.
Atmosphera, სკამი მაღალი ხარისხის მასალებისგან დამზადებული ნივთია, რომელიც დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. ის შენი სახლის ინტერიერს ბოჰემურ ელფერს შესძენს. არის კომფორტული და შესანიშნავად მოერგება როგორც სამზარეულოს, ასევე სასადილო ოთახს.
ისარგებლე ველისა და თიბისის ქეშბექ აქციით. 23 ოქტომბერს თიბისის ნებისმიერი ფიზიკური ბარათით ველიზე შოპინგისას დაიბრუნე 30% მაქსიმუმ 100 ლარი. ხოლო, თიბისი კონცეპტის ბარათით შეძენისას 30% მაქსიმუმ 150 ლარი.