30-მდე გათავისუფლებული, ხელფასის შემცირება – რეპრესიები მერიაში

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, გიგა სოფრომაძე “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს, რომ საჯარო სამსახურიდან დღეს 30-მდე ადამიანი გაათავისუფლეს:
“დღეს გაუშვეს ადამიანების ნაწილი, 30-მდე მათგანი, რომელთაც 31-წლიანი, 18-წლიანი სტაჟი აქვთ. გათავისუფლების პარალელურად, სხვა ტიპის რეპრესიები მიმდინარეობს, მაგალითად დაქვეითება ადამიანების. მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, რომლებიც სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდნენ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ადამიანი, რომელიც 11 წელი მუშაობს თბილისის მერიაში და შშმ პირია, ხელფასი 1 600 ლარიდან 1 000 ლარამდე შეუმცირეს. მოტივად უთხრეს, რომ სხვა თანამშრომლებსაც უნდათ მაღალი ხელფასი, მათ ვერ უმატებენ და ამიტომ ხდება ხელფასის შემცირება. ეს არის არგუმენტი, რითაც პეტიციაზე ხელმომწერ ადამიანებს სჯიან.”