30 ივნისიდან კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ეკონომიკური სანქციები

30 ივნისიდან კიდევ 6 თვით, 2026 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივდა ევროკავშირის შემზღუდავი ზომები ს ფედერაციის წინააღმდეგ.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაგრძელებაზე 26 ივნისს ბრიუსელის სამიტზე შეთანხმდნენ.
ევროკავშირი ჯერჯერობით ვერ ახერხებს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი – მე-18 პაკეტის დამტკიცებას. ევროკომისიის მიერ მომზადებული ახალი პაკეტი აძლიერებს შეზღუდვებს, მათ შორის რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტზე. მე-18 პაკეტის მიღებას და უნგრეთი ეწინააღმდეგებიან იმ მოტივით, რომ ვეღარ შეძლებენ რუსული გაზის და ნავთობის იაფად შეძენას, ეს კი კომუნალურ გადასახადებს გაზრდის.
ეკონომიკური სანქციები, რომლებიც თავდაპირველად 2014 წელს იქნა შემოღებული, მნიშვნელოვნად გაფართოვდა 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების გამო.
ეს შემზღუდავი ზომები მოიცავს: ვაჭრობის, საფინანსო, ენერგეტიკის, ტექნოლოგიურ და ორმაგი გამოყენების პროდუქციას, წარმოებას, ტრანსპორტსა და ფუფუნების საგნებს.
სანქციები აგრეთვე ეხება რუსეთიდან ევროკავშირში საზღვაო ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტს, რამდენიმე რუსული ბანკის SWIFT-იდან ჩახსნას და კრემლის მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაციული მაუწყებლობების შეჩერებას. დამატებით, გარკვეული ზომები მიმართულია სანქციებისთვის გვერდის ავლასთან ბრძოლისკენ.
ფორუმი