30-ზე მეტმა ქვეყანამ და ევროკავშირმა უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის დეკლარაცია მიიღო

30-ზე მეტი ქვეყანა და ევროკავშირი შეთანხმდა, შეუერთდეს უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის მხარდაჭერის ერთობლივ დეკლარაციას, – ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
დეკლარაციის ძირითადი პუნქტები ითვალისწინებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინის აღდგენაში ყოვლისმომცველი დახმარების გაწევას, მხარდაჭერის კოორდინაციას უკრაინული დონორთა პლატფორმის მეშვეობით, დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფას წლის ბოლომდე დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის ოდენობით გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან, რომლის ნაწილი თავდაცვის საჭიროებებს მოხმარდება.
-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, აღნიშნული დეკლარაცია გამოქვეყნდება უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის ახლა და მომავალში. მისი თქმით, პარტნიორი ქვეყნები დაეხმარებიან ს ეკონომიკური მდგრადობიდან ეკონომიკურ აღორძინებაზე გადასვლაში. ჯოზეფ ბაიდენის განმარტებით, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი ქვეყნის აღდგენაზე იმუშავებს.
უკრაინის პრეზიდენტმა, მ აღნიშნა, რომ ეს ერთობლივი ვალდებულება, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი ძალისხმევის კოორდინაციას უკრაინის დონორთა პლატფორმის მეშვეობით, ხელს შეუწყობს უკრაინის აღდგენას. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მხარდაჭერა წელს ხელშესახები უნდა გახდეს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, დეკლარაციას შეუერთდნენ: ალბანეთი, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, , , ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, იტალია, იაპონია, კოსოვო, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, ირლანდიის რესპუბლიკა, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

გადავწყვიტეთ გაგვეყინა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“, ასევე გავაუქმეთ თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი დონის მოლაპარაკებები და შევაჩერეთ კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა – გაერთიანებული სამეფოს ელჩი