სამოქალაქო აქტივისტ ისაკო დევიძეს, რომელიც პოლიციამ 20 დეკემბერს პარლამენტის წინ დააკავა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მას ედავებიან პოლიციელის შეურაცხყოფას. ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა „პუბლიკა“.
„მე პოლიციელს მივაყენე შეურაცხყოფა თუ არა, ეს არის მეასეხარისხოვანი – იმ ყველაფრის პარალელურად, რაც დღეს ხდება ჩვენ თვალწინ, ჩვენს რეალობაში“, – თქვა მან სასამართლო სხდომაზე.
ისაკო დევიძე 20 დეკემბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ფილარმონიასთან შეკრებილი დემონსტრანტები ჯერ თავისუფლების მოედანზე მივიდნენ, შემდეგ კი პარლამენტის შენობასთან დაბრუნდნენ. მათი მოთხოვნაა, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება BBC-ს ფილმში გაჟღერებული ინფორმაციის გადასამოწმებლად – გამოიყენა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკრძალული ნივთიერება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციის დაშლის დროს.
ფორუმი




