თბილისში ჩატარებულ მეორე ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა მოლდოვა 3:0 დაამარცხა.
პირველ შეხვედრაში ანტმანის შეგირდები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლეს და ფრეს დასჯერდნენ, ამჯერად კი შეტევაში უკეთ გაისარჯენ და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
პირველ ტაიმში კუთხურიდან ბებიას ორჯერ ჩაწოდებულ ბურთს ორივეჯერ დანელიამ მეტოქის კარში მიუჩინა ადგილი, ხოლო ამბალიამ მუნტიანუს კარი ლამაზი დრიბლინგის შედეგად დალაშქრა.
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, ბაქრაძე რამდენიმე მცველს გასცდა, თუმცა გატანა ვერ შეძლო, ჩემინავას დარტყმულ ბურთს მეტოქე გადაეღობა და საბოლოოდ – 3:0.
საქართველო – მოლდოვა 3:0
გოლები: 1:0 დანელია (29), 2:0 ამბალია (32), 3:0 დანელია (37)
საქართველო: გაბუნია, ტატუნაშვილი, კალანდაძე, გასვიანი (პასიკაშვილი 72), ქადაგიშვილი (ბუხრიკიძე 62), ამბალია (ხაბურზანია 62), მწყერაშვილი (ჯოჯუა 80), დანელია (ჩხარტიშვილი 72), მეტონიძე (აკობიძე 80), სულაშვილი (ბაქრაძე 62), ბებია (ჩემინავა 62)
WU17 | საქართველო 3:2 ლატვია
საქართველოს ქალთა ნაკრები მოლდოვას ფრედ ეთამაშა
WU17 | ყაზახეთი 4:2 საქართველო
საქართველოს ქალთა ნაკრები მალტას დაუპირისპირდება
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
კვიპროსი – საქართველო | ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი
საქართველოს ნაკრებმა ანდორას თამაში შემოუტრიალა
საქართველოს ნაკრები სტუმრად კვიპროსთან დამარცხდა
საქართველოს ქალთა ნაკრები მოლდოვას ფრედ ეთამაშა




