30 აგვისტოს მწერალთა სახლმა ისრაელელ სტუმარს, რეჟისორსა და დრამატურგს – შერონ სტარკს უმასპინძლა

შერონ სტარკის პირველი ურთიერთობა ხელოვნებასთან ბალეტით დაიწყო. ნიუ იორკის ამერიკული საბალეტო სკოლის დამთავრების შემდეგ, მან მსახიობობა გადაწყვიტა და შესაბამისი განათლებაც მიიღო. შერონ სტარკს არაერთი წამყვანი როლი აქვს შესრულებული პოპულარულ ტელესერიალებში, თუმცა, თეატრს მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. თელ-ავივის ჰაიფასა და ხანის თეატრებში განსახიერებულმა ათობით როლმა კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა. დროთა განმავლობაში მსახიობის ინტერესები გაფართოვდა და დრამატურგია და რეჟისურაც მოიცვა. დღეს შერონ სტარკის ორიგინალური პიესები წარმოდგენილია თეატრალურ ფესტივალებზე და იდგმება ს საუკეთესო კერძო თეატრების სცენებზე.
„მწერალთა სახლში შეხვედრის დროს განიხილეს ავტორის პიესების თარგმნისა და მათი ქართულ სცენაზე გაცოცხლების შესაძლებლობა (პიესა LTD True Love უკვე ნათარგმნია ქართულ ენაზე). ახალგაზრდა ავტორის შემოქმედება თანამედროვე ტექნოლოგიური ადამიანის პარადოქსულ ყოფას, მისი იდენტობის კრიზისს ეხმიანება, რასაც შერონ სტარკი ხან კომიკური, ხანაც დრამატული ელფერით წარმოგვიჩენს თეატრის სცენაზე.
შეხვედრაზე ისაუბრეს თანამედროვე დრამატურგიასა და მის გამოწვევებზეც, ასევე, იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომლებიც ციფრულ ეპოქაში გაჩნდა და სრულიად განსხვავებული ამოცანების წინაშე დააყენა როგორც პიესის ავტორი, ისე მაყურებელი.
შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა შემოქმედებითი ურთიერთობების გაძლიერება ორ ქვეყანას შორის, დრამატურგიის სფეროში ახალი გამოცემებისა და პროექტების ხელშეწყობა, რაც ავტორებს საშუალებას მისცემს მიაწვდინონ ხმა და გაუზიარონ თავიანთი სათქმელი მრავალრიცხოვან მკითხველსა და მაყურებელს საქართველოსა და ისრაელში.
მისი ამჟამინდელი ვიზიტი თბილისში ფილმის გადაღებას უკავშირდება, სადაც იგი ერთ-ერთ პერსონაჟს განასახიერებს”, – ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – პარტნიორების შეფასებები ძალიან მძიმე იყო – ერთ-ერთი კოლეგისგან პირდაპირ ითქვა, რომ თუ “ქართული ოცნება“ ზეწოლასა და რუსული გავლენის გააქტიურებას გააგრძელებს, საქართველო ბელარუსი გახდება