საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე მდინარე მტკვარზე (ესტაკადა) არსებული სახიდე გადასასვლელის გამოკვლევა-გამოცდის სამუშაოების წარმოების მიზნით, 2025 წლის 30 იანვრის 03:00სთ-დან 05:00სთ-მდე პერიოდში, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება რამდენჯერმე 10-15 წუთიანი ინტერვალებით.
