3-4 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაფუჭდა, ქართულ ამერიკულ ურთიერთობებს ესაჭიროება გადატვირთვა – პრემიერი

თქვენ იცით, ამ ურთიერთობებში რამდენი რამე გაფუჭდა გასული 3-4 წლის განმავლობაში. ამ ფონზე, ქართულ ამერიკულ ურთიერთობებს ესაჭიროება გადატვირთვა, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრი კონგრესში საქართველოს საკითხზე მოსმენა.
მიიჩნევს, რომ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებს გადატვირთვა სჭირდება.
„ჩვენ, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, არა ერთი უსამართლო შეფასება საქართველოსთან მიმართებით. ეს იყო რეალურად თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე. რაც არის კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან სამწუხარო. ჩვენ, ჩვენს ამერიკელ კოლეგებს გვინდა შევთავაზოთ განსხვავებული დღის წესრიგი, რაც გულისხმობს გადატვირთვას. თქვენ იცით, ამ ურთიერთობებში რამდენი რამე გაფუჭდა გასული 3-4 წლის განმავლობაში. ამ ფონზე, ქართულ ამერიკულ ურთიერთობებს ესაჭიროება გადატვირთვა და ეს არის ჩვენი შეთავაზება ამერიკელი პარტნიორების მიმართ. ამ ფონზე, განცხადებები, რომლებიც მოვისმინეთ და აქტები რომლებიც გაკეთდა კონტრპროდუქტიულია.
ვიტოვებ იმედს, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან იქნება მიღებული პრაგმატული გადაწყვეტილებები, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, რაც თანაბრად არის საქართველოს და ამერიკის ინტერესებში და მე, იმედი მაქვს, რომ სათანადო ნაბიჯები გადაიდგმება ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან”, – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ -ს კონგრესში საქართველოსთან გასატარებელი პოლიტიკის შესახებ იმსჯელეს.
კონგრესმენმა ბილ კიტინგმა განაცხადა, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით კონსტიტუციური ვალდებულებების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის მიუხედავად, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვია ქვეყნის ევროატლანტიკურ გზას. ამიტომ „საქართველოს ხელისუფლების ქმედება უპასუხოდ არ დარჩენილა და არც დარჩება. მაისში, სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვების საწყისი ტრანში თანამდებობის პირებზე და რაც მთავარია, ოჯახის წევრებზე. ვიდრე საქართველოს მთავრობა განაგრძობს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელყოფას, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ადმინისტრაცია განაგრძობს სავიზო შეზღუდვების დაწესებას, ასევე ფინანსურ სანქციებს საჭიროებისამებრ.
გარდა ამისა, ვიდრე „ქართული ოცნება“ ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას და ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს ამტკიცებს, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ პეკინი აქტიურად უჭერს მხარს ს აგრესიულ ომს ში, მაშინაც კი, როცა კრემლი განაგრძობს ქართველების ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას. მარტივად რომ ვთქვათ, „ქართული ოცნების“ მთავრობა გარიგებებს დებს საქართველოს ოკუპანტის მხარდამჭერებთან“, – განაცხადა კონგრესმენმა.