არსებული პროგნოზით, კოლხეთის დაბლობზე, ზოგან, ღამით ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა, მინუს 8 გრადუსამდე დაეცეს, ხოლო შიდა ქართლში – მინუს 17 გრადუსამდე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს თანახმად, შესაძლოა, მნიშვნელოვნად დაზიანდეს სუბტროპიკული კულტურები და ვაზის ნარგავები, ძლიერმა ყინვამ და ლიპყინულმა შესაძლოა, შეზღუდვები გამოიწვიოს საავტომობილო გზებისა და მაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთებზე და შემოყინულობა – ელექტროგადამცემ ხაზებზე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს შეფასებით, საფრთხის დონე საშუალოა.
2025 წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოს ბევრ რაიონში მოთოვა.
დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. შეზღუდული იყო ენერგომომარაგება და საავტომობილო გზებზე გადაადგილება.
ფორუმი




