3-4 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლე დაშნით მოფარიკავე იუნიორ ქალთა მსოფლიო თასს უმასპინძლებს

დღეს, 10:00-იდან სპორტის სასახლეში პირადი შეჯიბრება დაიწყო, რომელშიც 22 ქვეყნის 155 მოფარიკავე, მათ შორის 5 ქართველი: კრისტინა კანკია, თეკლა ქანთარია, მარიამ დაუშვილი, ანამარია ანთიძე და ლიზი კაჭარავა იასპარეზებს.
კვირას გუნდური ტურნირია, სადაც 14 გუნდი გამოვა.
დასწრება თავისუფალია.