3-4 დეკემბერს ლუკაშენკო ჩინეთს ეწვევა

3-4 დეკემბერს ლუკაშენკო ჩინეთს ეწვევა
ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ბელტას” ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 3-4 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვევა.
გავრცელებული ინფორმაციით, პეკინში ლუკაშენოსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. დღის წესრიგში სავაჭრო, ეკონომიკური, საინვესტიციო და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებია.
მინსკს ვიზიტის დეტალური პროგრამა არ გამოუქვეყნებია, თუმცა “ბელტა” აღნიშნავს, რომ ის მოიცავს არაერთ სოციალურ და ჰუმანიტარულ ღონისძიებასაც.