3 000-ზე მეტი კურსდამთავრებული საჯარო სამსახურში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის

საქართველოს მთავრობამ კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა შეიმუშავა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პროექტის დეტალები, საკონკურსო პირობები, ვადები და შერჩევის კრიტერიუმები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განიხილა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მკაფიო საკონკურსო კრიტერიუმების განსაზღვრის აუცილებლობას, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში ახალგაზრდებს ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის საშუალება ექნებათ.
პროექტის დეტალებზე პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება, რის შემდეგაც კონკურსი გამოცხადდება. პროგრამა 3 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესაძლებლობას მისცემს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ