რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერლის ქეთა თოფურიას პერსონით რუსული მედია მუდმივად ინტერესდება. ახალგაზრდა ქალს წარმატებული კარიერა ყვითელი მედიისთვის საინტერესო პერსონად აქცევს. ამჯერად საიტი teleprogramma.pro მომღერლის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და მისი ცხოვრების საინტერესო დეტალებს გვიყვება.
მედია წერს…
ქეთი თოფურია ქართული წარმოშობის ცნობილი რუსი მომღერალია. ტემპერამენტის, ხმის ტემბრის, ნიჭის და მიზიდულობის წყალობით ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდა ქეთა დიდებამდე.
ქეთი თოფურიას “რუს ლედი გაგას” უწოდებენ, მის ჩაცმულობას და ექსცენტრიულ გამოსვლებს ცნობილი პოპ დივას მანერებს ადარებენ. თოფურია არის A-Studio ჯგუფის სოლისტი, საკუთარი ტანსაცმლის ბრენდის Ketione-ის დამფუძნებელი, მსახიობი და ორი ულამაზესი შვილის დედა.
ბავშვობა: ტრაგედია ოჯახში
ქეთევან (ქეთა) თოფურია დაიბადა 1986 წლის 9 სექტემბერს თბილისში, ანდრო და ნატალია თოფურიების ოჯახში. დედამ, რომელიც ნიჭიერი ინჟინერი გახლდათ, გოგონას დაბადების შემდეგ გადაწყვიტა დიასახლისი გამხდარიყო. მამა სამშენებლო ინდუსტრიაში წარმატებული ბიზნესმენი იყო და დიდი ხნის ნანატრი ქალიშვილის დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის გაასამართლეს.
მალე თავიდან განიხილეს ანდრო თოფურიას საქმე, როგორც არასწორი მართლმსაჯულების შემთხვევა. ციხეში ყოფნისას ანდრომ არალეგალური ნივთიერებების გამოყენება დაიწყო. ქეთას არ უყვარს ამ თემაზე საუბარი და მამის შესახებ მხოლოდ ნათელ მოგონებებს ინახავს.
თბილისში ცხოვრებისას, გოგონა ქუჩაში შენიშნეს და მისი მანერების წყალობით, სამოდელო სკოლაში მიიწვიეს, სადაც ოთხი წელი სწავლობდა. ერთ დღეს, თოფურიების სახლში მეზობლად მცხოვრებმა ვოკალის პედაგოგმა დააკაკუნა და სთხოვა, გოგონა გოგი სუდრაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში გაეგზავნათ. 12 წლის ასაკში გოგონამ პირველი ჯილდო მიიღო Sea of Friendship საერთაშორისო კონკურსზე.
1998 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ ქეთა თოფურია მუსიკალურ სკოლაში შევიდა. კოლეჯის დასრულების შემდეგ კი ფსიქოლოგიის შესწავლა გადაწყვიტა და ორი წელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლა. თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ თავისი კაერიერა მუსიკასთან დაეკავშირებინა.
ჩაწერა ორი ალბომი, გადაიღო რამდენიმე კლიპი, მისი სიმღერები ჰიტებად იქცა. ამ დროს ქეთი თოფურიას კარიერულ გზაზე მუსიკალური პროდიუსერი ნატო დუმბაძე ხვდება, რომელმაც პოპულარულ ჯგუფ A-Studio-ს პროექტის კასტინგზე გზა გაუკვალა.
იმ დროისთვის, 2005 წელს, ჯგუფს არ ჰყავდა სოლისტი, ვოკალისტმა პოლინა გრიფისმა ჯგუფი დატოვა.
ქეთი თოფურია არ არის იმ ქალთა რიცხვში, რომლებსაც შეუძლიათ დიდხანს მარტო ყოფნა. 2019 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა მომღერლის ახალი შეყვარებულის შესახებ. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ბიზნესმენი ლევ ძენგოვი, ყოფილი მუსიკოსი ჯგუფიდან Arbat.
2020 წლის ნოემბერში ქეთამ მეორედ იქორწინა. ქალი ამ დროს უკვე ორსულად იყო. წყვილის საერთო შვილი ადამი, 2021 წელს დაიბადა.