“3 წლის წინ პირბადის გარეშე სიარულზე აჯარიმებდნენ, ახლა პირიქით, პირბადით სიარულზეა ჯარიმა” – ზვიად ტომარაძე

„ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
“ცისფერი მთებში ანუ ტიანშანში” ვცხოვრობთ რეალურად…
3 წლის წინ პირბადის გარეშე სიარულზე აჯარიმებდნენ, ახლა პირიქით, პირბადით სიარულზეა ჯარიმა; სალომეს ვინც ხმა მისცა ახლა ლანძღავს და ვინც მანამდე ლანძღავდა და ვაშაძეს მისცა ხმა, ახლა მათი ლიდერია; 11 წელი ქართული ოცნება ლიბერალი იყო და მთელი კანონმდებლობა გენდერ–შმენდერული კანონებით გამოტენა, სამაგიეროდ ახლა ტრადიციების დამცველი კონსერვატორია; სომხეთს არც ზღვა აქვს, არც ჩვენსავით ბევრი მდინარე და ჩვენზე 17–ჯერ მეტ თევზს აწარმოებს; ასეთი ბარაქიანი მიწა გვაქვს და ჩვენი სამყოფი კიტრი/პომიდორი ვერ მოგვიყვანია; ბიზნესმენები რუსეთს ლანძღავენ და ნაწარმს რუსეთში ჰყიდიან, პირველი სავაჭრო პარტნიორია. მხოლოდ ცისარტყელას დროშაა პრობლემა და სამებაში “ჟოზეფინა” რომ წირავს ამაზე ყველა გაჩუმებულია;
3 წლის წინ ვინც სახლებში გამოკეტა და სავალდებულო ვაქცინაციას უპირებდა, ისევ ისინი ურჩევნია ხალხს ვიდრე ისინი, ვინც ამ ბოროტებისგან დაიცვა…