ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ოფიციალურად განაცხადა.
„ზუსტად 3 წლის წინ საზოგადოებას ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილება აქტიური პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირების შესახებ. ახლა კი, 3 წლის შემდეგ ჩემივე ინიციატივით, პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები“, – განაცხადა მან.
