3 წლის გოგონამ „ლამაზი ქვა“ იპოვა, რომელიც 3800 წლიანი ამულეტი-სკარაბი აღმოჩნდა

3 წლის გოგონას ოჯახი ს ისტორიული ნაწილის დასათვალიერებლად გაემგზავრა, სადაც მათმა შვილმა სეირნობისას 3800 წლიანი ამულეტი-სკარაბი იპოვა.

ოჯახმა ნაპოვნი ნივთი სპეციალისტებს აჩვენა. მათ დაადგინეს, რომ ხანაანის ამულეტი შუა ბრინჯაოს ხანას ეკუთვნის. ხანაანი მოიცავდა დღევანდელი ისრაელის ნაწილს, პალესტინას, ლიბანს, იორს და სირიის დასავლეთ ნაწილს. ამ პერიოდში სკარაბს ამულეტისა და ბეჭდის სახით იყენებდნენ.

მათ პოულობდნენ სამარხებში, საზოგადოებრივ შენობებში და კერძო სახლებში. ზოგჯერ მათზე სიმბოლოები და შეტყობინებები იყო ამოტვიფრული, რომლებიც რელიგიურ შეხედულებებსა და სტატუსს ასახავდნენ.

ამულეტი-სკარაბი ძველი ეგვიპტელებისგან მოდის. მათთვის ხოჭო მზის ღმერთის სიმბოლო იყო. 3 წლის გოგონას მიერ ნაპოვნი ამულეტი-სკარაბი ისრაელის არქეოლოგიის ეროვნულ მუზეუმში სხვა არტეფაქტებთან ერთად იქნება წარმოდგენილი.