3 წლიანი საბაკალავრო პროგრამები GAU-ს ბიზნესის სკოლაში

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში აბიტურიენტებს უკვე აქვთ უნიკალური შესაძლებლობა ისწავლონ 3-წლიან საბაკალავრო და 1-წლიან სამაგისტრო პროგრამებზე. ეს მნიშვნელოვანი ცვლილება ამ ეტაპზე მხოლოდ ბიზნესის სკოლას ეხება, სადაც საბაკალავრო პროგრამა 180 კრედიტიანი, ხოლო სამაგისტრო – 60 კრედიტიანი იქნება.
აღნიშნული ინოვაციური მიდგომა ევროპულ საგანმანათლებლო პრაქტიკას ეფუძნება და ინტენსიური სწავლების შედეგად მნიშვნელოვნად გაზრდის დასაქმების შესაძლებლობებს. კურსდამთავრებულები შეძლებენ ერთი წლით ადრე დაიწყონ აქტიური კარიერული რეალიზება, რაც თანამედროვე შრომის ბაზრის გამოწვევების პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
GAU-ს 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა გამორჩეულია თავისი ინტენსიური და მიზანმიმართული სწავლებით. სტუდენტებისთვის შემუშავებული კურიკულუმი კონცენტრირებულია ბიზნესის ადმინისტრირების ძირითად საგნებზე, რაც უზრუნველყოფს მოკლე ვადაში მაღალი კვალიფიკაციის მიღწევას. ინტენსიური სასწავლო პროცესი და პრაქტიკაზე ორიენტირებული მიდგომა საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულებს, სრულფასოვნად დაეუფლონ პროფესიას 3 წელიწადში და კონკურენტუნარიანი გახდნენ შრომის ბაზარზე. ფოკუსირებული სწავლების მეთოდოლოგია კი უზრუნველყოფს, რომ სტუდენტებმა მიიღონ ის აუცილებელი ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რასაც ტრადიციული 4-წლიანი პროგრამები სთავაზობენ.
რაც შეეხება მაგისტრატურას, GAU სთავაზობს მსურველებს თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით შემუშავებულ როგორც ქართულ, ისე ინგლისურენოვან 1-წლიან სამაგისტრო პროგრამას, რომელიც წარმოადგენს Executive MBA-ს ფორმატს და შექმნილია პროფესიონალებისა და ხელმძღვანელი პირებისთვის. პროგრამა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, სადაც თავს იყრის სხვადასხვა სფეროს წარმატებული პროფესიონალები, რაც უზრუნველყოფს გამოცდილების მდიდარ გაცვლას და პროფესიული ქსელის გაფართოებას. სასწავლო პროცესში ჩართული იქნებიან როგორც მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი, ისე ბიზნესის სფეროს წარმატებული ლიდერები, რომლებიც სტუდენტებს გაუზიარებენ პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას. პროგრამა ორიენტირებულია სწრაფ კარიერულ წინსვლაზე და მნიშვნელოვან მენეჯერულ პოზიციებზე წარმატების მიღწევაზე. კურსდამთავრებულები შეიძენენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ სტრატეგიული აზროვნების, გადაწყვეტილების მიღებისა და ლიდერობის უნარებს, რაც მათ პროფესიულ საქმიანობაზე აისახება.
,,GAU-ს ბიზნესის სკოლის ყველა პროგრამამ მიმდინარე წელს წარმატებით გაიარა აკრედიტაცია. ჩვენს სტუდენტებს ვუზიარებთ საუკეთესო გლობალურ გამოცდილებას, რომელიც დაეხმარება მათ ჰორიზონტის გაფართოებასა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში. განათლების პარალელურად, GAU-ს ქვეყნის წამყვან კომპანიებთან პარტნიორობის შედეგად აქვს მნიშვნელოვანი რესურსი იმისთვის, რომ დაასაქმოს ჩვენი სტუდენტები და გარდა თეორიული ცოდნისა, მისცეს პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა სფეროში. GAU ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან, საჯარო და კერძო სექტორთან წარმატებული თანამშრომლობით ქმნის საქართველოსა და რეგიონში მოწინავე აკადემიურ საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვამზადოთ სტუდენტები წარმატებული პროფესიული კარიერისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებებისთვის ბიზნესში,” – განაცხადა GAU-ს ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანმა, ნატო ტორონჯაძემ.
ერთიანი ეროვნულ გამოცდებისთვის რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს, სურვილის შემთხვევაში აბიტურიენტებმა უნდა აირჩიონ 120 ნომერი. აღსანიშნავია, რომ ის აბიტურიენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჯამური რეიტინგით საუკეთესო 1,000-ეულში მოხვდებიან და აირჩევენ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს პირველ ადგილზე, GAU-ში ისწავლიან სრული დაფინანსებით.