3 შვილით რუსთაველზე ვარ – სინდისის პატიმრის, მსახიობ ვეფხია კასრაძის ცოლი

დაკავებული ცხინვალის თეატრის მსახიობის, ვეფხია კასრაძის ცოლი და შვილები ახალ წელს რუსთაველის გამზირზე ხვდებიან.

ევროპული მომომავლისთვის მებრძოლი აქტივისტის მეუღლე ამბობს, რომ შეუძლებელია ამდენი ადამიანის ბრძოლამ შედეგი არ გამოიღოს და ყველა დაკავებული არ გათავისუფლდნენ.

ლუკმა არ გადამდის პირში, სახლში ვერ გავჩერდებოდი, სოლიდარობას ვუსურვებ ყველას, ისე ყოფილიყოს, რომ ბედნიერი, ევროპულ საქართველოში გვეცხოვროს და ყველა ოჯახებს დაუბრუნდნენ. 3 შვილით რუსთაველზე ვარ და გილოცავთ ყველას. ჩემს მეუღლეს და ყველა დაკავებულს მინდა ვუთხრა, მხნედ იყვნენ, იმიტომ, რომ იმდენი ადამიანი იბრძვის მათი თავისუფლებისთვის, შეუძლებელია ეს არ მოხდეს, ძალიან მალე. გამაგრდით, ჩვენც აქ ვართ, გელოდებით”, – ამბობს ვეფხვია კასრაძის მეუღლე. 

54 წლის ცხინვალის თეატრის მსახიობს, ვეფხია კასრაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 6 დეკემბერს შეუფარდეს.

ვეფხია კასრაძეს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებია. მას 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – რასაც უწოდებდნენ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო, ორჯერ – უკრაინა – დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი

ირაკლი კობახიძე – თუკი ვინმე და რამე იხევს უკან თანამედროვე სამყაროში, ეს არის ევროკავშირი – სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ იცვლება დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან