თუ ტექნოლოგიებითა და მარკეტინგით ხართ დაინტერესებული, გაქვთ სტარტაპი ან უბრალოდ, გსურთ ახალი უნარები შეიძინოთ, წინ დატვირთული და საინტერესო ივნისი გელით.
ამ ბლოგში მოგიყვებით 3 ღონისძიების შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინიშნოთ კალენდარზე. ტექნოლოგიური ღონისძიებების მთავარი სპონსორი წელს საქართველოს ბანკია:
1. მარტექ ფესტივალი Touch.Point
მარტექ ფესტივალი 14 ივნისს არტარეას ტერიტორიაზე ჩატარდება. ღონისძიების მიზანი მარკეტინგის, კომუნიკაციებისა და კრეატიული ინდუსტრიის სფეროებში მომუშავე ადამიანებისთვის ახალი ცოდნის, გამოცდილების გაზიარება და განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნაა.
პროგრამა მრავალფეროვანია: მოიცავს პანელურ დისკუსიებს, ვორკშოპებს, Q&A სესიებს. გექნებათ საშუალება წარადგინოთ საკუთარი ბრენდი, გაიცნოთ პოტენციური პარტნიორები. ვორქშოპებსა და დისკუსიებს კი წარუძღვებიან კრეატიული დირექტორები და მარკეტოლოგები ისეთი ცნობილი საერთაშორისო კომპანიებიდან, როგორებიცაა: Spotify, Meta, Google, Volvo Car.
ასე რომ, სტარტაპერებისთვის, თუ მარკეტინგით დაინტერესებული ადამიანებისთვის მარტექ ფესტივალი უნიკალური შესაძლებლობაა. შეხვდებით მსოფლიო დონის სპეციალისტებს, მიიღებთ ახალ ინფორმაციას, გაიცნობთ ახალ ადამნიანებს და დროსაც სასიამოვნოდ გაატარებთ.
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.
2. Startup Grind — დისკუსია CityPay.io -სთან
15 ივნისს გაიმართება შეხვედრა და დისკუსია, ერლაპ ჰატიპოღლუსთან, CityPay.io -ს დამფუძნებელთან. გექნებათ შესაძლებლობა გაიზიაროთ წარმატებული სტარტაპერის გამოცდილება, მიიღოთ ინფორმაცია კრიპტოვალუტის სარგებლიანობის შესახებ და შეხვდეთ საინტერესო ადამიანებს.
ერლაპი მსოფლიოს ერთ-ერთი წარმატებული მეწარმეა მარკეტინგის, გაყიდვებისა და მენეჯმენტის სფეროში ათ წელზე მეტი გამოცდილებით. CityPay.io ქმნის მაღალტექნოლოგიურ სისტემას ბიზნესისთვის, რომელიც მათ საშუალებას აძლევს კლიენტების გადახდები მიიღონ კრიპტოვალუტაში. კომპანია 2020 წელს დაარსდა და უკვე თანამშრომლობს ასობით ბიზნესთან, რომელთა გაყიდვებიც ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. CityPay.io გაერთიანდა ისეთ გლობალურ კრიპტო ბიზნესებთან, როგორებიცაა Tether, პირველი სტაბილური მონეტის, USDt-ის, ავტორები, კრიპტოგამცვლელ უმსხვილესი კომპანიასთან Binance-სა და Gate.io-სთან. შეხვედრას დაესწრება 100-მდე ადამიანი და Degamefi-დან მოწვეული ინვესტორები.
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.
3. Data Fest Meet-up — ხელოვნური ინტელექტის მართვის მიმოხილვა
Data Fest 28 ივნისს ჩატარდება. ღონისძიების მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტია. შეხვედრაზე დეტალურად გაეცნობით ხელოვნური ინტელექტის მართვის პრინციპებს. გაეცნობით AI-ს უსაზღვრო შესაძლებლობებს ბიზნესის მართვის პროცესში. ღონისძიების მთავარი თემებია: მომხმარებელზე ორიენტირებული AI, როგორ გავზარდოთ მომხმარებლის კმაყოფილება და ბრენდის ცნობადობა და სხვ. დამატებით ჩატარდება ვორქშოფი, რომელიც დაგეხმარებათ იპოვოთ და გამოასწოროთ ხარვეზები თქვენი ბიზნესის მართვის მოდელში.
ღონისძიების შესახებ დამატებითი დეტალების მისაღებად თვალი ადევნეთ ჩვენს ვებ-გვერდებს.
ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების გარეშე თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია ბიზნესის განვითარება ან სტარტაპის წამოწყება. ივნისის ტექღონისძიები საუკეთესო შესაძლებლობაა თქვენთვის, გაეცნოთ უახლეს მოვლენებს ციფრულ ინდუსტრიაში, შეიძინოთ ახალი უნარები, შექმნათ კოლაბორაციები, დაუკავშირდეთ პარტნიორებს და იზრუნოთ თქვენი ბრენდის მუდმივ განვითარებაზე. საქართველოს ბანკი ტექნოლოგიების განვითარებისთვის კვლავაც განაგრძობს ღონისძიებების მხარდაჭერას, თვალი ადევნეთ სიახლეებს.
· საზოგადოება “ჯივიპიში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია, მათი ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოწყობა და ტექნოლოგიური მოდერნიზაცია“ — ვიქტორ სოლისი, წყლის წარმოების და ენერგეტიკის დირექტორი “ჯივიპიში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია, მათი ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოწყობა და ტექნოლოგიური მოდერნიზაცია“ — ვიქტორ სოლისი, წყლის წარმოების და ენერგეტიკის დირექტორი
· გადახედვა ტექნოლოგიები 10 ყველაზე დიდი სიახლე, რომლებიც Apple-ის კონფერენციიდან გავიგეთ 10 ყველაზე დიდი სიახლე, რომლებიც Apple-ის კონფერენციიდან გავიგეთ