3 ოპოზიციური პარტია PACE-ს მოუწოდებს, არ დაამტკიცოს „ოცნების“ დელეგაცია

სამი ოპოზიციური გაერთიანება მიმართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს, არ დაადასტურონ ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება.
მიზეზად ასახელებენ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო ჩატარდა სერიოზული დარღვევებით, რაც ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სტანდარტებსა და ქართველი ხალხის ნებას.
„არჩევნების გაყალბების შედეგად ჩამოყალიბებული „პარლამენტი“ და მის მიერ არჩეული „პრეზიდენტი“ ლეგიტიმაციას მოკლებულნი არიან. დელეგაციაც, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ასამბლეაში შეიძლება წარადგინოს, მხოლოდ თვითგამოცხადებული რეჟიმის წარმომადგენლებისგან შედგება. მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები, მათ შორის , საერთაშორისო სანქციების ქვეშ არიან — ისინი პასუხისმგებლები არიან ქვეყნის დემოკრატიული რეგრესისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების ორგანიზებაზე. საქართველოში მშვიდობიანი პროტესტების მონაწილეთა მიმართ ხორციელდება რეპრესიები, დაკავებები და ძალადობა, რაც კიდევ უფრო აღრმავებს კრიზისს“, — ნათქვამია განცხადებაში.
ოპოზიციური გაერთიანებები ითხოვენ ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩატარებას.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრინციპული პოზიცია გადამწყვეტია დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად საქართველოში“, — ნათქვამია მიმართვაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
· , „კოალიცია ცვლილებებისთვის“
· თინა ბოკუჩავა, „ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა“
· , „ძლიერი საქართველო“