“3-თვიან პერიოდში ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შევა. ფულიც გაძვირდება” – კახა ხაზარაძის მოლოდინი

ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, კახა ხაზარაძე ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისი, რომელიც დეკემბერში დაიწყო, 2025 წლის პირველ სამ თვეში გაღრმავდება და ისეთ თავდაპირველად სექტორებს შეეხება, როგორიცაა უძრავი ქონება და ბანკები, ამას კი ინფლაცია მოჰყვება. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ერთი ხელის მოსმით ინგრევა ის, რასაც ბიზნესი 30 წელია აშენებს. ხელახლა აშენებას კი ათეული წელი დასჭირდება.
„ჩემი გადმოსახედიდან 3-თვიან პერიოდში, ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შევა. ჯერ დაიწყება უძრავი ქონებით, შემდეგ გადავა ბანკებზე. ფულიც გაძვირდება. ეს გამოიწვევს ლარის ინფლაციას. ფიზიკურად ვეღარ გააჩერებენ. ერთადერთი გამოსავალი ამ პროცესებში არის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. სხვა შემთხვევაში მე გამოსავალს ვერ ვხედავ”, – განაცხადა კახა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, სექტორს მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ბიზნესს სჭირდება სტაბილური გარემო.
“ქვეყანაში საჭიროა გამჭვირვალე ინსტიტუციები, რაც დღესდღეობით არ გაგვაჩნია. ყველაზე მთავარი არის ის, რომ რასაც ჩვენ 30 წელია ვაშენებდით, ერთი ხელის მოსმით ჩამონგრევა ხდება. მერე ამის აშენებას ათეული წლები დასჭირდება. აქედან გამომდინარე, გამოსავალი არის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. როგორც ჩანს, ქვეყანაში ს გარეშე პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება“,- ამბობს ბიზნესმენი.