3-თვიანი პირობითი პატიმრობა – ჩემპიონთა ლიგის ფინალზე შევარდნილ მოზარდს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა

BBC-ის ცნობით, ჩემპიონთა ლიგის ფინალზე მადრიდის “რეალისა” და “დორტმუნდის” შეხვედრის პირველ წუთზე მოედანზე შევარდნილ 16 წლის მოზარდ ბიჭს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა.
მას 6-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა და ასევე სასამართლო ხარჯების გადახდა დაეკისრა. პირობითი პატიმრობის გადაწყვეტილება იმიტომ იქნა მიღებული, რომ დანაშაული წაქეზების შედეგად იყო ჩადენილი.
გამოძიების დროს მოზარდმა აღიარა, რომ მინდორზე 300 000 ფუნტი სტერლინგის მიღების იმედად გაიქცა. მოგეხსენებათ, ბელარუსმა სტრიმერმა ანდრეი ბურიმიმ სწორედ ეს ჯილდო დააწესა იმ ადამიანისთვის, რომელიც მოედანზე პირველი შევარდებოდა და მაისურზე მისი ფსევდონიმი Mellstroy ეწერებოდა.
ჯამში მოედანზე
სულ სამი გულშემატკივარი შევარდა. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული სასამართლოში 27 აგვისტოს წარდგება. მესამე დამნაშავეს ფეხბურთის მატჩებზე დასწრება სამი წლით აეკრძალა.
შეხსენებისთვის, “რეალმა” “დორტმუნდს” ფინალში 2:0 სძლია.