3 ვარიანტი – ვინ იქნებიან “რეალში” მიმდინარე სეზონში პენალტის შემსრულებლები

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, “რეალს” მიმდინარე სეზონში პენალტის შემსრულებლად 3 ფეხბურთელის ვარიანტი ექნება.
ესენი ჯუდ ბელინგემი, ვინისიუსი და კილიან მბაპე იქნებიან. ინფორმაციისთვის, მიმდინარე სეზონში მადრიდელთა თერთმეტმეტრიანები მხოლოდ ვინისიუსმა და მბაპემ შეასრულეს.
“სამეფო გუნდი” ლა ლიგის 5 ტურის შემდეგ 11 ქულით მე-2 პოზიციაზეა.