3 აპრილს, 13:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობასთან აქცია იგეგმება

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოსული საპროტესტო მარში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა.
მარშის წევრებმა სპეციალური განცხადება გააკეთეს, მათ ადგილზე შეკრებილებს მიმართეს, რომ მაუწყებლის ახალი შენობის წინ, ხვალ, 3 აპრილს, 13:00 საათზე, აქცია გამართონ.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, პროტესტი უკავშირდება იმას, რომ ხვალ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ და უნდა გააპროტესტონ.